"პრეზიდენტი რას ელოდება ვერ ვხვდები, პოზიციაც კი ვერ გავიგეთ"
"პრეზიდენტი რას ელოდება ვერ ვხვდები, პოზიციაც კი ვერ გავიგეთ"

A+ A-

17:11 24/11/2022

ციხეში არ უნდა მოკვდეს გავიგეთ, მაგრამ მურუსიძეს ველოდებით, ღირსება და სინდისი როდის შეაწუხებს? - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტს შეუძლია შეწყალების მექანიზმი მიხეილ სააკაშვილის მიმართ უკვე  გამოტანილ განაჩენებზე გამოიყენოს.  

"უკვე გამოტანილ განაჩენებთან დაკავშირებით პრეზიდენტს რა თქმა უნდა, შეუძლია შეწყალების მექანიზმების გამოყენება. მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით დააფიქსიროს პოზიცია, რომ ჰუმანიტარული მიზნებიდან გამიმდინარე, სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება,  რომ დროებით მას მიეცეს სამკურნალოდ წასვლის საშუალება.  ბევრი მექანიზმი არსებობს, სასამართლოს რა თქმა უნდა ეს შეუძლია.

პრეზიდენტი რას ელოდება ვერ ვხვდები, პოზიციაც კი ვერ გავიგეთ, ციხეში არ უნდა მოკვდეს მაგრამ, მერე? მურუსიძეს ველოდებით, ღირსება და სინდისი როდის შეაწუხებს?“, - განაცხადა მანჯგალაძემ.