მარიამ ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ დასკვნას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებს აცნობს
მარიამ ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ დასკვნას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებს აცნობს

A+ A-

18:26 24/11/2022

ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი ათონელის რეზიდენციაში იმყოფება, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას აცნობს.

"ცენტრი "ემპათიას" განცხადება, მიხეილ სააკაშვილის დასკვნასთან დაკავშირებით: ჩვენ არაერთგზის ვაცხადებდით, რომ მდგომარეობა არის მძიმე და საჭიროებდა საზღვარგარეთ გაყვანას, სამწუხაროდ, ეს არავინ გაიზიარა. ამჟამად, ჩვენი დასკვნა ასახავს, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. გამოიკვეთა სრულყოფილი ტოკსიკოლოგიური კვლევის აუცილებლობა, რაც საქართველოში შეუძლებელია. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს სასწრაფო წესით გადაყვანას ევროპის ან აშშ-ს მულტი პროფილურ საუნივერსიტეტო კლინიკაში. დღეს კიდევ ერთხელ შევხვდები საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობას და კიდევ ერთხელ გავაცნობ სიტუაციის სიმძიმეს", - დაწერა მარიამ ჯიშკარიანმა შეხვედრის დაწყებამდე Facebook-ზე.