ღორის გრიპის მიზეზი ლუგარის ლაბორატორიაა, საპროტესტო აქციები უნდა დავიწყოთ მის დასახურად - ლადო სადღობელაშვილი
ღორის გრიპის მიზეზი ლუგარის ლაბორატორიაა, საპროტესტო აქციები უნდა დავიწყოთ მის დასახურად - ლადო სადღობელაშვილი

A+ A-

16:00 05/01/2019

ღორის გრიპი H1N1 მხოლოდ საქართველოში მძვინვარებს, - ამის შესახებ ქართული მარშის წევრმა ლადო სადღობელაშვილმა განაცხადა და მიზეზიც დაასახელა.
მისი თქმით, ვირუსის გავრცელების მიზეზი ლუგარის ლაბორატორაში მიმდინარე ცდებია და ლაბორატორია უნდა დაიხუროს.


"ღორის გრიპის H1N1 სავარაუდო ეპიცენტრი საქართველოა. ეს არის შედეგი ლუგარის ლაბორატორიის! ხოლო “დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული, სავალდებულო ვაქცინაცია ჩვენზე (ანუ საცდელ ვირთხებზე) ცდების მომდევნო ეტაპი!  ახლა პრორუსობას ნუ დამაბრალებთ, მაგრამ ფაქტია, რომ რუსებმა არაერთი პრესკონფერენცია და გადაცემა მიუძღვნეს ამ ლაბორატორიას… გიჟები ხომ არ არიან?! თან მაღალმა დონემ გააკეთა განცხადებები, ეს ხომ გამაფრთხილებელი სიგნალი იყო, რომელიც ჩვენ გავატარეთ, არ მივაქციეთ ყურადღება და დავაიგნორეთ მხოლოდ იმიტომ, რომ რუსების მიერ იყო განცხადებული! ლუგარის ლაბორატორია უნდა დაიხუროს! ხელისუფლება ამას თავისი ნებით არ გააკეთებს! მოგვიწევს საპროტესტო აქციები, როგორც ჯანდაცვასთან, ასევე ლაბორატორიასთან და მათ სათაო ოფისთან", -განაცხადა ლადო სადღობელაშვილმა.


შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, H1N1 ვირუსის შედეგად ქვეყანაში 8 ადამიანი გარდაიცვალა. მათგან 4 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ ახლანდელი მდგომარეობით, გრიპის ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს.