რატომ გახდა საქართველოში ტრენდული შავი პირბადე? - ვირუსი მოდის შტრიხებით
რატომ გახდა საქართველოში ტრენდული შავი პირბადე? - ვირუსი მოდის შტრიხებით

A+ A-

1120

16:21 11/01/2019

თბილისში უკვე  ყველგან შეხვდებით ადამიანებს, რომლებსაც პირბადეები უკეთიათ.  როგორც ჩანს, პრევენციის მიზნით, გრიპის საწინააღმდეგოდ, საზოგადოებამ ნელ-ნელა უკვე დაიწყო თავდაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალების გამოყენება.

პირბადეები, ძირითადად, მწვანე და თეთრი შეფერილობისაა, თუმცა გარკვეული მოდური შტრიხი აქაც შეინიშნება და აფთიაქებში სულ უფრო მეტი ადამიანი კითხულობს შავ პირბადეებს. ქალაქშიც უკვე მრავლად შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც შავი ფერის პირბადეებს ანიჭებენ უპირატესობას.

როგორც „2020NEWS“-მა გაარკვია, შავი პირბადეების უპირატესობა ის არის, რომ განსხვავებით მწვანე და თეთრი შეფერილობის ნიღბებისგან მათი ტარება მთელი დღის განმავლობაშია შესაძლებელი. მთლიანი ყუთის  ფასი 5.95 ლარია.  ყუთში კი 30 ცალია მოთავსებული.
 
მისი ყიდვა მხოლოდ იაპონურ მაღაზია „მინისოშია“ შესაძლებელი. როგორც „პესპეს“ და „ავერსის“ სააფთიაქო ქსელში განგვიცხადეს, შავი ფერის პირბადეები მათ არ აქვთ.