მექსიკაში, სავაჭრო ცენტრში მასშტაბურ ხანძარს 20-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 12 დაშავდა.

ტრაგედია 1 ნოემბერს სონორას შტატში მოხდა. ხანძარი აფეთქების შემდეგ გაჩნდა, თუმცა პოლიცია ტერაქტის ვერსიას გამორიცხავს.

ცნობილია, რომ სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, "სახანძრო სამსახურების დროული ჩარევის წყალობით, ცეცხლის მეზობელ ბიზნესებზე გავრცელება თავიდან აიცილეს".

ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.