სირიის ლიდერი აჰმედ ალ-შარაა ნოემბერში ოფიციალური ვიზიტით თეთრ სახლს ეწვევა. 

 სირიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი ტომ ბარაკი აცხადებს, რომ სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა 10 ნოემბერს ვაშინგტონში ჩასვლას გეგმავს და პრეზიდენტ ტრამპს თეთრ სახლში შეხვდება.

ეს სირიის ლიდერის პირველი ვიზიტი იქნება თეთრ სახლში. აქამდე არცერთ სირიელ ლიდერს მსგავსი ვიზიტი არ ჰქონია.