ერთი კვირის განმავლობაში, 23-დან 29 იანვრამდე, უკრაინელმა სამხედროებმა 5400 რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ასევე მოახერხეს მსუბუქი ჩქაროსნული ნავის, 13 თვითმფრინავის, 437 ერთეული იარაღისა და სამხედრო ტექნიკის განადგურება, - ამის შესახებ გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრე პავლიუკმა განაცხადა.

მტრის ჯამური საბრძოლო დანაკარგები 23-29 იანვრის პერიოდში:

ლიკვიდირებულია - 5400 ოკუპანტი;

განადგურებულია - 52 ტანკი, 98 ერთეული ჯავშანტექნიკა, 51 საარტილერიო სისტემა,  8 - მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 1 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 6 თვითმფრინავი, 7 ვერტმფრენი, 55 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები, 47 ფრთოსანი რაკეტა, 1 მსუბუქი ჩქაროსნული ნავი, 105 საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი და 6 სპეციალური ტექნიკა. 

რუსი ოკუპანტების კატერის განადგურების შესახებ 23 იანვარს გახდა ცნობილი. 47 რაკეტა რუსეთის მიერ გაშვებული 55-დან 26 იანვარს, მასიური თავდასხმის დროს ჩამოაგდეს. დაბომბვის დროს სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.