ირანში ღამით ძლიერი აფეთქებები მოხდა რიგ სტრატეგიულ ობიექტებზე, ომი მკვლელებს და მათ მოკავშირეებს მკაცრად სჯის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

"აფეთქებები ირანში: თვითმფრინავების და რაკეტების წარმოება, ნავთობის გადამუშავება. უკრაინამ უკვე გააფრთხილა.

ომის ლოგიკა დაუნდობელი და მომაკვდინებელია. ის მძიმე ანგარიშს უწესებს ავტორებს და თანამზრახველებს", - წერს პოდოლიაკი.

ირანში გვიან ღამით სტრატეგიულ ობიექტებზე აფეთქებები მოხდა.