უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 175 030 (+1 110) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 02.12.25-მდე: ტანკები – 11 387 (+0), ჯავშანტექნიკა – 23 679 (+1), საარტილერიო სისტემები – 34 768 (+14), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 552 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 253 (+0), თვითმფრინავები – 430 (+0), ვერტმფრენები – 347 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 86 141 (+51), ფრთოსანი რაკეტები – 4 024 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 68 641 (+58), სპეციალური ტექნიკა – 4 011 (+1).