უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზადაა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა მათი ჩატარება ორ ძირითად პირობაზეა დამოკიდებული: უსაფრთხოებასა და საკანონმდებლო ცვლილებებზე.

ზელენსკის თქმით, სრულიად არაადეკვატურია იმის მტკიცება, რომ მთავრობა "თავის ადგილს ინარჩუნებს“ და სწორედ ამიტომ, თითქოს ომი არ მთავრდება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნები მხოლოდ მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების გარანტიების არსებობის შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს.

"არჩევნები რომ ჩავატაროთ ორი საკითხია: უსაფრთხოება, როგორ გავაკეთოთ ეს თავდასხმის და რაკეტების დროს და მეორე - არჩევნების ლეგიტიმურობის საკანონმდებლო საფუძველი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის მიმართავს შეერთებულ შტატებს და ევროპელ პარტნიორებს, დაეხმარონ არჩევნებისთვის პირობების უზრუნველყოფაში.

"მე მზად ვარ არჩევნებისთვის. გარდა ამისა, ვთხოვ შეერთებულ შტატებს, შესაძლოა, ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად, უზრუნველყონ არჩევნების უსაფრთხოება. შემდეგ, 60-90 დღის განმავლობაში, უკრაინა მზად იქნება მათი ჩასატარებლად“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა პარლამენტის წევრებს, მოამზადონ საკანონმდებლო წინადადებები საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. მისივე თქმით, ელის, რომ შესაბამისი მოვლენები მალე დასრულდება.

"ხვალ უკრაინაში ვიქნები, ველოდები პარტნიორებისა და პარლამენტის წევრების წინადადებებს და მზად ვარ არჩევნებზე წასასვლელად“, - განაცხადა ზელენსკიმ.