უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ მას რუსეთ-საქართველოს საზღვარზე უკრაინის მოქალაქეების სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

"მინისტრმა მაცნობა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით სიტუაციის შესახებ, რომლებსაც რუსეთის ტერიტორიიდან ფაქტობრივად „ყრიან“ დოკუმენტების გარეშე უკრაინისა და ქართული მხარის გაფრთხილების გარეშე. კერძოდ, ეს არიან უკრაინის მოქალაქეები, რომლებსაც რუსები უშვებენ რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე ციხეებიდან და ბანაკებიდან.

უკრაინელი დიპლომატები ჩვენი მოქალაქეების უკრაინაში დასაბრუნებლად მუშაობენ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.