2020 წლისთვის "გავრილოვის ღამის" პირობებშიც ხელისუფლება დიდხანს არ აღიარებდა ადამიანის უფლებების დარღვევებს, - ამის შესახებ უსაფრთხოების ექსპერტმა ანდრო გოცირიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, საერთაშორისო გამოძიებაა საჭირო, თუმცა გამოძიებისთვის საჭიროა ქვეყანამ მოიწვიოს საერთაშორისო გამომძიებლები.

"2020 წლისთვის "გავრილოვის ღამის" პირობებშიც ხელისუფლება დიდხანს არ აღიარებდა ადამიანის უფლებების დარღვევებს, ასევე იმ მასობრივ დარბევას, რომელსაც ადგილი ჰქონდა, თუმცა წლების შემდეგ გაცხადდა, რომ თურმე, გახარიას, მაშინდელ შსს მინისტრს სპეციალურად განუწყვია პოლიციის ძალები, რომ დაზარალება ყოფილიყო მაქსიმალური. შესაბამისად, ახლაც ვერ გამოვრიცხავთ, რომ იმ გამოძიების ორკესტრირებული დაცვის უკან ისევ რაღაც დანაშაული იდგეს, ამიტომ მნიშვნელოვანია გამოძიება, მაგრამ იმედიანად არ ვარ განწყობილი იმიტომ, რომ საერთაშორისო გამოძიება ქვეყნისთვის დამაზარალებელი იქნება და ეს ქვეყნის ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და  მეორეც - ამას სჭირდება მომწვევი - მასალები თუ არ გაიხსნა და არ წარუდგინე, ვერავინ ვერაფერს გამოიძიებს", - განაცხადა ანდრო გოცირიძემ.