საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას იქამდე ვერ შეძლებს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის, - ამის შესახებ ევროპარლამენტი სოციალურ ქსელში წერს.

"საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებს იქამდე, ვიდრე მისი მთავრობა არ შეცვლის ავტორიტარულ კურსს. ევროპარლამენტი დგას ქართველი ხალხის გვერდით.

პარლამენტი არ აღიარებს საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას და აცხადებს, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე მისი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია", - წერს ევროპარლამენტი.