ირაკლი ღარიბაშვილმა მილიონლარიანი გირაო ივანიშვილის ნაჩუქარი სახლით ჩაანაცვლა, - ინფორმაცია ამის შესახებ "მთავარს" ადვოკატმა დაუდასტურა. 

არსებული ცნობით, საუბარია მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლზე.

24 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილს 1 მილიონლარიანი გირაო შეეფარდა და ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა. ყოფილ პრემიერს ბრალი სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.