მთავარი არის ის რეალობა, რის გამოც ამას იღებენ, ეს რეალობა არის ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო იმიტომ, რომ ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც საქართველოს და დასავლეთის, ამერიკის მტრებს ამ ქვეყანაში აძლიერებს, - ამის შესახებ "ფედერალისტების" ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, რაზეც ამერიკა წუხს, არის ქვეყანაში არსებული  მდგომარეობა.

"მთავარი არის ის რეალობა, რის გამოც ამას იღებენ, ეს რეალობა არის ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო იმიტომ, რომ ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც საქართველოს და დასავლეთის, ამერიკის მტრებს ამ ქვეყანაში აძლიერებს, ან ამ მტრების მოკავშირეებს, მათ ქსელს. საქმე ისე კი არ დგას, რომ ამერიკას რაღაც არ მოსწონს და იმიტომაა ეს ცუდი, თავისთავად, ამიტომაც არის ცუდი, მაგრამ ის, რაზეც ამერიკა წუხს, არის ჩვენი მდგომარეობა. როგორ უნდა დავახასიათოთ რეჟიმი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ და მის მიმართ არალოიალურ, ხოლო სხვა ქვეყნის მიმართ ლოიალურ ჯგუფებს ახალისებს და უშვებს",- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 8 ივნისს მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სამსახურების შეღწევასა და შესაძლო თანამშრომლობას ეხება. კანონპროექტის ავტორები რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი და დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი არიან.