“ნაციონალური მოძრაობა” 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ აპირებს და აგრძელებს ბრძოლას 2003 წლის იდეალებისთვის, რომელიც აგებული იყო ევროპულ ფასეულობებზე”, - ამის შესახებ ქობულეთის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლაშა კომახიძემ განაცხადა.

“როგორც იცით “ნაციონალური მოძრაობა” ივანიშვილის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ აპირებს და არ აპირებს რეჟიმს მიანიჭოს ლეგიტიმაცია. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას 2003 წლის

იდეალებისათვის, რომელიც ემსახურება საქართველოს მოქალაქის სიძლიერეს,ევროპულ ძლიერ ფასეულობებზე აგებულ სახელმწიფოზე. ფასეულობებზე, რომელიც აუცილებლად წაიყვანს ამ ქვეყანას წინ და ამოძირკვავს რუსულ ფესვებს ამ ქვეყანაში.

მინდა მივმართო იმ მებრძოლებს, რომლებიც უკვე 200 დღეზე მეტია, დგანან რუსთაველის გამზირზე და ებრძვიან რუსულ მმართველობას ამ ქვეყანაში - მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არის ყველაზე სანდო პარტნიორი ბრძოლაში და ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ იდგეთ ჩვენს გვერდით, რადგან “ნაციონალური მოძრაობა” არის ძალა, რომელიც ყოველთვის უწევდა და გაუწევს წინააღმდეგობას რუსულ რეჟიმს და არ მისცემს მათ ლეგიტიმაციას. ბრძოლა ბოლომდე, ბრძოლა გამარჯვებამდე!" - განაცხადა ლაშა კომახიძემ.