ლევან ხაბეიშვილი დააკავეს მარტივი მიზეზის გამო, რომ ის იყო ქართველი ხალხისთვის ძალიან სანდო პოლიტიკოსი, რომელიც იბრძოდა რეჟიმის წინააღმდეგ, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, საქართველოს უახლოეს ისტორიაში ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა.

"საქართველოს უახლოეს ისტორიაში, რომელიც სავსე არის პოლიტიკური დევნის შემთხვევებით, მიუხედავად ამისა, ლევან ხაბეიშვილის შემთხვევა არის გამორჩეული რამ. ადამიანს აკავებენ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ საჯაროდ, ღიად ეთერში განცხადებებს აკეთებდა. ამის გამო პატიმრობა არის ნამდვილად უპრეცედენტო შემთხვევა, ეს ავტორიტარიზმის სტანდარტია და დემოკრატიის კი არა, ნახევრად დემოკრატიის სტანდარტია და ლევან ხაბეიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, რომელიც დააკავეს მარტივი მიზეზის გამო, რომ ის იყო ქართველი ხალხისთვის ძალიან სანდო პოლიტიკოსი, რომელიც იბრძოდა რეჟიმის წინააღმდეგ", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.