თვითონ მათაც, ვინც რეჟიმის აქტიურობითა და ხაბეიშვილისა და ზოდელავას წინააღმდეგ წაყენებული ბრალით ხარობენ, ძალიან კარგად იციან, რომ ლევანიც და მურთაზიც არიან პოლიტიკური პატიმრები, -  ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ამით დიქტატურის გამყარება სურს "ქართულ ოცნებას".

"თვითონ მათაც, ვინც რეჟიმის აქტიურობითა და ხაბეიშვილისა და ზოდელავას წინააღმდეგ წაყენებული ბრალით ხარობენ, ძალიან კარგად იციან, რომ ლევანიც დაა მურთაზიც არიან პოლიტიკური პატიმრები. მათი საქმე კიდევ უფრო განსხვავებულია. რისთვის დააკავეს? იმისთვის, რომ პოლიტიკოსი საუბრობდა დაპირებებზე, რომელიც შეიძლება მომხდარიყო იმის შემდეგ, როდესაც ხელისუფლება შეიცვლებოდა. ამიტომ, ლევანი, მურთაზი და კიდევ სხვები, რომლების პროცესიც მიმდინარეობს 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, არის წმინდა წყლის პოლიტიკური პროცესი, რომელსაც სამართალთან კავშირი არ აქვს და მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - ამ დაკავებებით გამყარდეს დიქტატურა ქვეყანაში", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით მურთაზ ზოდელავას, ლევან ხაბეიშვილისა და აქციის მონაწილე სხვა პირების პროცესი მიმდინარეობს.