ამ რეგულაციებით მათთვის არასასურველი და მიუღებელი პროტესტისთვის ბარიერებისა და დაბრკოლებების შექმნა შეეძლებათ და ვინც პროტესტს გააგრძელებს, მას მკაცრად დასჯიან, - ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების კრიმინალიზების პრაქტიკა გრძელდება.

"გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების კრიმინალიზების პრაქტიკა გრძელდება. ეს ცალსახად არის გაუარესება ადამიანის უფლებების სტანდარტების და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს და საქართველოს კონსტიტუციას.
თანდათან იზღუდებოდა ის სივრცეები, რომლებსაც მოქალაქეები იკავებდნენ მშვიდობიანი პროტესტისთვის და ამ ფორმებს "ქართული ოცნება" ზღუდავდა რეპრესიული ცვლილებებით და ესეც, რა თქმა უნდა, არის პროტესტის საპასუხო ნაბიჯი.

ამ რეგულაციებით მათთვის არასასურველი და მიუღებელი პროტესტისთვის ბარიერებისა და დაბრკოლებების შექმნა შეეძლებათ და ვინც პროტესტს გააგრძელებს, მას მკაცრად დასჯიან", - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

ცვლილებების თანახმად, დგინდება შს სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილას იმართება. ამასთან ერთად, სატრანსპორტო გზის გადაკეტვის ანალოგიურად, დაუშვებელი ხდება ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს. ასევე, დაუშვებელი იქნება ხალხის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით და საგნებით გადაკეტვა.