ქვეყანაში  საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი უცხოელების შემოსვლასთან დაკავშირებით. ვისია ეს ქვეყანა ძალიან მწვავედ დაგვიდგება საქართველოს მოქალაქეებს. ახალი პროექტები, რომლებიც არ ხმარდება საქართველოს მოქალაქეებს რომლითაც არ ვისარგებლებთ ქართველი ხალხი. ამ პროექტებზე აპირებს დააფუძნოს საკუთარი არსებობა ქართულმა ოცნებამ, ჩვენმა დე ფაქტო ხელისუფლებამ - ამის შესახებ პარტია "ხალხისთვის“ თავმჯდომარემ ანა დოლიძემ იმიგრაციის მართვის ხედვის წარდგენის დროს განაცხადა.

"საქართველოს მოქალაქეების გადინება ჩვენი ქვეყნიდან სერიოზული პრობლემაა. მალე მართლა დადგება კითხვა, ვიქნებით თუ არა საკმარისი საქართველოს მოქალაქეების, საქართველოს ტერიტორიაზე.  ეს იქნება ფეოდალური საქართველო, სადაც ერთ პატარა ჯგუფს შეუძლია დაიქირაოს უცხო ქვეყნის მოქალაქე, ნებისმიერ პირობებზე გადაუხადოს კაპიკები და ჯანდაცვა, შრომითი უფლებები, არაფერი არ მისცეს. პარტიამ ,,ხალხისთვის’’, პირველმა პოლიტიკურმა პარტიამ შეიმუშავა იმიგრაციის მართვის გეგმა, რომელსაც ეროვნული გადარჩენის ხედვა ვუწოდეთ. ეს არის ექვსი შეთავაზება, ექვსი წინადადება, რითაც ჩვენ ვფიქრობთ უნდა დარეგულირდეს უცხოელების შემოსვლა და ცხოვრება. ეს ეყრდნობა ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან და თანამედროვე საემიგრაციო სამართლის პრინციპებს. ყველაზე მთავარი, საიდანაც უნდა დავიწყოთ, ეს არის შესაბამისი საიმიგრაციო კვოტების შემოღება. არ შეიძლება, რომ უცხოელები ქვეყანაში შემოდიოდნენ სამუშაოდ და საცხოვრებლად რჩებოდნენ საქართველოს ეკონომიკური და მომავლის ინტერესების გათვალისწინების გარეშე.  მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი, ბინის ყიდვაზე არ შეიძლება გაიცემოდეს ბინადრობის ნებართვა.  უცხოელმა ქვეყანაში უნდა ჩადოს ფული, ჩადოს ფული განვითარებაში, ჩადოს ფული ბიზნესში, ჩადოს ფული დასაქმებაში. ბინის შეძენა ვერავითარი ინვესტიცია ვერ იქნება. შესაბამისად უნდა გამკაცრდეს კანონმდებლობა. არ შეიძლება ბინადრობის ნებართვა გაიცემოდეს მარტო იმიტომ, რომ ადამიანმა იყიდა საქართველოში ბინა. ეს უნდა იყოს მხოლოდ ბიზნესსაქმიანობისთვის. მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი იმ ბიზნესებზე კონტროლის გამკაცრებაა ვინც უნებართვოდ დაასაქმებენ უცხოელებს. "ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ ამაზე ჯარიმა იყოს მინიმალური და ეს ჯარიმა თან ძალაში შევა 2026 წლიდან. 10 ათას ლარამდე უნდა გაიზარდოს იმ ბიზნესებზე ჯარიმა, რომელიც სახელმწიფოს ყურადღების გარეშე და იმ კვოტების საჭიროების გარეშე დაასაქმებს უცხოელებს. მეოთხე ეს არის მწვანე საზღვრის თანამედროვე კონტროლი, მეხუთე ნაბიჯი ფასების სისტემის განსხვავებულობა (უცხოელები და საქართველოს მოქალაქეები), მეექვსე ნაბიჯი კი წარმოადგენს  გადასახადების გაზრდა უძრავ ქონებაზე არარეზიდენტებისთვის. დღეს ეს უსერიოზულესი პრობლემაა. საქართველოს მოქალაქეებს სამსახურებიდან ყრიან, ისედაც არ არის სამუშაო ადგილები და ასაქმებენ  ადამიანს, რომელიც მიზერულ პირობებზე არის თანახმა და ეს წესი უნდა შეიცვალოს. ჩვენ გვპირდებით, რომ მივიღებთ ამ ექვს ზომას, რომლის ამოცანა არის საქართველოში შესაბამისი ღირსებითა და კეთილდღეობით ცხოვრობდეთ ჩვენც და ის უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ვისაც სწორედ ჩვენი სახელმწიფო გადაწყვეტს", - განაცხადა ანა დოლიძემ.