სანამ ეს უწყება იარსებებს, მე ვიქნები ხელმძღვანელი, - ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა.

"დიახ, ვრჩები სამსახურში. იგონებთ ისეთ რაღაცებს, რომ... ეს ახლა არაკომპეტენტურობაში ჩაგითვალოთ, თუ... დამშვიდდით, ხალხო. მადლობა თქვენი ემოციისთვის, ინტერესისთვის, როგორც ხედავთ, სამსახურში მოვედი, ვაგრძელებ სამსახურს. სანამ ეს უწყება იარსებებს, მე ვიქნები ხელმძღვანელი", - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

11 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჟდენ კუპრაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.