საქართველო გახდა კლასიკური კლეპტოკრატია, როდესაც არის ადამიანების მცირე ჯგუფი, რომლებიც მდიდრდებიან ხალხის ხარჯზე, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა. 

მისივე თქმით, საქართველოში ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, რომელიც ამდიდრებს მცირე ჯგუფებს, რათა მისი საქმე აღასრულონ.

"საქართველო გახდა კლასიკური კლეპტოკრატია, როდესაც არის ადამიანების მცირე ჯგუფი, რომლებიც მდიდრდებიან ხალხის ხარჯზე, იპარავენ ფულს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან და შემდეგ ამ რესურსებს იყენებენ იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება.

ჩვენ გვყავს ოლიგარქი ივანიშვილი, რომლის მიზანიც არის ძალაუფლების შენარჩუნება. იგი სპეციალურად ამდიდრებს კონკრეტულ ადამიანებს, აძლევთ მათ საშუალებას, რომ იშოვონ ფული ხალხის ხარჯზე და ამის შემდეგ მათ იყენებს, რომ მიიღონ კონკრეტული კანონები, გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ კონკრეტული ადამიანები და ჯგუფები, რომლებმაც შესაძლოა, მათ წინააღმდეგობა გაუწიონ, უბრალოდ არ არსებობდნენ", - განაცხადა ეკა გიგაურმა.