სისტემა, რეჟიმი, რომელიც დღეს ქვეყანაში კარგად, გამართულად და საათივით მუშაობს, ეს არის კორუფციული, რომელიც "ქართულმა ოცნებამ“ ააწყო და რომლის დაშლაც არ სურს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა და კორუფციის მკვლევარმა ბესო დონაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილის კორუფციასთან ბრძოლა კონკრეტულად მისი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარეა.

"სისტემა, რეჟიმი, რომელიც დღეს ქვეყანაში კარგად, გამართულად და საათივით მუშაობს, ეს არის კორუფციული, რომელიც "ქართულმა ოცნებამ“ ააწყო და  რომლის დაშლაც არ სურს. თუ კორუფციას ებრძვი, უნდა ებრძოლო ბოლომდე და ის ადამიანები, რომლებიც ამ კორუფციულ სქემებში იყვნენ ჩართული, მუშაობდნენ და ფულსაც მშვენივრად აკეთებდნენ ხალხის ბიუჯეტიდან, ყველა უნდა გამოვლინდეს, უკლებლივ, დაწყებული მინისტრიდან, დამთავრებული უმცროს სპეციალისტებამდე.

სამწუხაროდ, ივანიშვილის კორუფციასთან ბრძოლა კონკრეტულად მისი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარეა და ის გარკვეული პოლიტიკური მიზნები იკმაყოფილებს, როგორც ყოველთვის", - განაცხადა ბესო დონაძემ.