კერძო უნივერსიტეტები სახელმწიფომ რატომ უნდა უზრუნველყოს დაფინანსებით? როგორ წარმოგიდგენიათ, კერძო ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე სახელმწიფოს დაფინანსების მოდელი, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ განაცხადა.

მისივე თქმით, შეზღუდვა ეხება ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის პრინციპიდან გამომდინარე იმის შეზღუდვას, რომ ვეღარ მოხდება "დაკოპირება" ერთი და იმავე ფაკულტეტებისა ოთხ-ხუთ უნივერსიტეტში. 

"მაგალითად, ეკონომიკის ფაკულტეტი თუ დღეს თბილისის 5 სახელმწიფო უნივერსიტეტში გადანაწილებულია ყველგან და დღეს შეიძლება სტუდენტმა შემოხაზოს თსუ-ის ეკონომიკის ფაკულტეტი, ილიუნის ეკონომიკის ფაკულტეტი, სოხუმის ეკონომიკის ფაკულტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი - ეს შეზღუდვა მოხდება, რადგან მათი გაერთიანების შედეგად ოთხი ოფცია აღარ იქნება და იქნება მხოლოდ ერთი.

შეზღუდვა ეხება ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის პრინციპიდან გამომდინარე იმის შეზღუდვას, რომ ვეღარ მოხდება "დაკოპირება" ერთი და იმავე ფაკულტეტებისა ოთხ-ხუთ უნივერსიტეტში.

რამდენიმე ათასიდან ათი, ან ასი პროფესორი თუ გაკრიტიკებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ საერთო ეროვნულ შეჯერებულ პოზიციაზე ვგულისხმობთ? საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, იმის გამო, რომ სიტყვა ექსპერტი განმარტებული არ არის, ზოგს შეიძლება ორი წიგნი ჰქონდეს წაკითხული და ექსპერტებს ვეძახით.

კერძო უნივერსიტეტები სახელმწიფომ რატომ უნდა უზრუნველყოს დაფინანსებით?დაახლოებით როგორ წარმოგიდგენიათ, კერძო ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე სახელმწიფოს დაფინანსების მოდელი", - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.