ხაბეიშვილის ბრალდების საქმეში არ დევს არცერთი მტკიცებულება, რომელიც რაიმენაირად რაიმე მსგავსი სახის ბრალდებას დაადასტურებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი, რაიმე სახის მტკიცებულება, რაც აღკვეთის ღონისძიების შემდგომ ბრალდებამ შეაგროვა, ერთი ფურცელიც არ არის დამატებული.

"ახალი, რაიმე სახის მტკიცებულება, რაც აღკვეთის ღონისძიების შემდგომ ბრალდებამ შეაგროვა, ერთი ფურცელიც კი არ არის დამატებული. აქ საუბარი იყო ტელეფონიდან რაღაც დამატებით მტკიცებულებებზე, მსგავსი რამ ბრალდებას ჩვენთვის არ გადმოუცია. წარუდგინეს გაუგონარი, არარსებული, სამართლებრივ ლოგიკას მოკლებული ბრალდება ქრთამის საჯარო შეთავაზება. ქრთამის მიცემად რაც არის დაკვალიფიცირებული, ეს არის სრული აბსურდი და მეორე ეპიზოდი მოიცავს ე.წ. მოწოდებას ხელისუფლების დამხობისკენ, სადაც ყველა აღნიშნულ ეპიზოდში ლევანი განმარტავს, რომ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან, კონსტიტუციურ ფარგლებში მოქმედებაზე. 

ხაბეიშვილის ბრალდების საქმეში არ დევს არცერთი მტკიცებულება, რომელიც რაიმენაირად რაიმე მსგავსი სახის ბრალდებას დაადასტურებს", - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.