თბილისის საქალაქო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლა ბრალდებულმა ხაბეიშვილმა და ოპოზიციას ერთიანობისკენ მოუწოდა. 

ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს დააკავეს, 13 სექტემბერს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.