თბილისში საპროტესტო მსვლელობა იმართება.

მსვლელობაში 8 პარტიის ლიდერები და წევრები, ასევე, აქციების დროს დაკავებულთა ოჯახის წევრები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობენ.

აქციის მონაწილეების თქმით, მსვლელობის მთავარი გზავნილია უარი 4 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებს.

მათივე თქმით, საქართველოში თავისუფალი არჩევნების ჩატარება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებას ჩამოშორდება.

მსვლელობა რუსთაველის გამზირზე დასრულდება, სადაც 234 დღეა, ყოველდღე საპროტესტო აქციები იმართება.