მგონია, რომ მაღალი იდეით შთაგონებულ მოქალაქეთა ჯგუფს, ვერ დაამარცხებს ეს უიდეო, საკუთარი გამდიდრების წყურვილით შეპყრობილი ადამიანთა ჯგუფი, - ამის შესახებ ქართველმა რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ის ახალგაზრდები, რომლებიც თავიდანვე დაიჭირეს, საოცარი ხალხია, თითქოს, “აარჩიეს ვინ უნდა დაეჭირათ“.

"ის ბიჭები, თავიდანვე რომ დაიჭირეს, რა საოცარი ხალხია, აღფრთოვანებას იწვევენ ჩემში, საინტერესოა, როგორ მოხდა, აარჩიეს ვინ უნდა დაეჭირათ? ასეთი განათლებული, ჭკვიანი, კეთილი, მოღიმარი, რანაირად არის, რომ უკვე წელიწადი ციხეში სხედან. საოცარი უსამართლობაა. მიყვარს ყოველი მათგანი. ასევე საოცრები არიან მათი მშობლები, ერთიანობა, რომ შექმნეს და რომ გჯერა, რომ ასეთ ხალხს ვერაფერი დაამარცხებს. ვერანაირი რეჟიმი ვერ დაამარცხებს", - განაცხადა ლანა ღოღობერიძემ.