ცენტრალური მაგისტრალის ქარელი-რუისის მონაკვეთზე ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.

შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ორი და დაშავდა ერთი ადამიანი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო.