ამჯერად ვინ გაგყიდათ ძალიან მაინტერესებს. ჩვენი ბოლო შეხვედრაც მახსოვს და თქვენი ოპტიმიზმიც. ვინ იდგა ამ ღალატის მიღმა?! ამ ინტრიგების და ქარაგმების მსხვერპლი ხართ დღემდე!, - ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი მესამე პრეზიდენტის "შპიგელთან" ინტერვიუს.

"ბატონო პრეზიდენტო, შენ რომ წამების მსხვერპლი არ იყო და ძლევამოსილი პრეზიდენტის პედასტალზე იდგე, ერთი დღე აღარ ვიქნებოდი შენი  მხარდამჭერი!

არასწორად მიმაჩნია კიდევ  ქარაგმებით საუბარი და ენმ-ის გულშემატკივარი ხალხის ნერვებზე თამაში და კიდევ უფრო მეტი დაბნეულობის შემოტანა პარტიაში!

საფლავში გინდათ საიდუმლო წაიღოთ! იცოდეთ, ასეც მოხდება და ბევრი ადამიანი განაწყენებული დაგრჩებათ!

დროულად თქვით რა არის სიმართლე და იქნებ ამ სიმართლის გარშემო გავერთიანდეთ ერიც და ბერიც!.....

დავიღალე ამ ქარაგმებით, თქვენ არ დაიღალე ამ წამებით და უძრაობის ჭაობში ყოფნით?!

კმარა! - სიმართლე ყველამ უნდა ვიცოდეთ!

პ.ს.

ამჯერად ვინ გაგყიდათ ძალიან მაინტერესებს. ჩვენი ბოლო შეხვედრაც მახსოვს და თქვენი ოპტიმიზმიც. ვინ იდგა ამ ღალატის მიღმა?!

ამ ინტრიგების და ქარაგმების მსხვერპლი ხართ დღემდე! - საზოგადოება დაბნეული შემოგყურებთ! მე პირადად არ მინდა ვინმეს მარიონეტი ვიყო!", - წერს ხუროშვილი.