14:00 საათზე - სასტუმროში Swissotel Tbilisi, გაიმართება დისკუსია თემაზე - „გაძვირებული საქართველო და სოციალური კრიზისი“.

შეხვედრას დაესწრებიან ეკონომიკური ექსპერტები, ბიზნესის წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები და ეკონომიკური პროფილის ჟურნალისტები.

მისამართი: სოლიკო ვირსალაძის 3.

საკონტაქტო პირი: გიგლა თუმანიშვილი - 577118081

15:00 საათზე - მძღოლები, დილერები, ავტოიმპორტიორი კომპანიები და სექტორში დასაქმებული პირები რუსთავის მომსახურების სააგენტოს მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას გამართავენ ლოზუნგით: "არ დავუშვათ 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების იმპორტის აკრძალვა!“.