სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მოსახლეობას მოუწოდებს, მზად იყვნენ კათოლიკოს გარეგინის საპატრიარქოდან გასაძევებლად.

"კომპანია „ასტრონომის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც ცოლის ღალატში ამხილეს, ღალატის გამო თანამდებობა დატოვა, რადგან, კომპანია „ასტრონომის“ კონცეფციის თანახმად, ოჯახური ღირებულებები ფუნდამენტურია.

სომხური სამოციქულო ეკლესიის სწავლების თანახმად, მღვდელი, რომელმაც დაუქორწინებლობის აღთქმა დადო, ეკლესიაზე ქორწინდება და სხვა პირადი ურთიერთობების უფლება არ აქვს. კრტიჩ ნერსისიანმა, რომელმაც ეკლესიისთვის მიცემული ქორწინების აღთქმა დაარღვია, დღემდე არ გაათავისუფლა საპატრიარქო, რითაც შეურაცხყო ჩვენი უწმინდესი სალოცავი – დედა საკათედრო ტაძარი. ამით კტრიჩ ნერსისიანი მოგვიწოდებს ჩვენ, სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის ერთგულ მიმდევრებს, გავათავისუფლოთ საპატრიარქო მისგან. ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ. მოემზადეთ“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი.