აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანი ბირთვული ობიექტების აღდგენას შეეცდება, ისინი განადგურდება. ამიტომ, თეირანმა ამის გაკეთება არც კი უნდა სცადოს. 

"ირანში სამივე ბირთვული ობიექტი მთლიანად დაინგრა და/ან განადგურდა. თუ ირანს ამის გაკეთება სურს, მათ აღდგენას წლები დასჭირდება“, - წერს ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე ურჩია ირანს, არ სცადოს ბირთვული ობიექტების აღდგენა ან სხვა ადგილებში ახლის შექმნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი განადგურდება.

22 ივნისს შეერთებულმა შტატებმა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტს დაარტყა. ამის შემდეგ ტრამპმა და აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადეს, რომ თეირანის ბირთვული პროგრამა, სავარაუდოდ, მთლიანად განადგურდა. თუმცა, როგორც არაერთმა მედიასაშუალებამ დაწერა, აშშ-ის დაზვერვამ განაცხადა, რომ ირანის ძირითადი ბირთვული ინფრასტრუქტურა ხელუხლებელი დარჩა. ამ ინფორმაციამ ტრამპის მხრიდან მკაცრი რეაქცია გამოიწვია. ამერიკის პრეზიდენტმა მედია დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.