პერუში ტურისტული ავტობუსის კლდიდან გადავარდნის შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა.
შემთხვევა პერუს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მოხდა.
ავტობუსში დაახლოებით 60 ადამიანი იმყოფებოდა.
დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
პერუში ტურისტული ავტობუსის კლდიდან გადავარდნის შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა.
შემთხვევა პერუს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მოხდა.
ავტობუსში დაახლოებით 60 ადამიანი იმყოფებოდა.
დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
1713978933
"ეს კარგი დღეა ამერიკისთვის, ეს კარგი დღეა მსოფლიო მშვიდობისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ახლახან მოვაწერე ხელი კანონპროექტს, რომელიც ეხება უსაფრთხოების დახმარებას. ეს გახდის ამერიკას უფრო უსაფრთხოს, ის გახდის მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს. ეს უზრუნველყოფს ჩვენს პარტნიორების დახმარებას, რათა მათ დაიცვან თავი“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.ბაიდენის თქმით, ეს დახმარება ასევე არის ინვესტიცია აშშ-ის საკუთარ უსაფრთხოებაში. "თუ ჩვენი მოკავშირეები გახდებიან უფრო უსაფრთხო და ძლიერები, ჩვენ უფრო ძლიერები ვიქნებით“, - აღნიშნა მან.მისივე თქმით, ახლა ამერიკა გაუგზავნის უკრაინას იმ დახმარებას, რომელიც მათ საბრძოლველად სჭირდება."მომავალი რამდენიმე საათის განმავლობაში, ფაქტობრივად რამდენიმე საათში, ჩვენ დავიწყებთ უკრაინაში საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის, საბრძოლო მასალის საარტილერიო და სარაკეტო სისტემებისთვის და ჯავშანტექნიკის გაგზავნას“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.
1713972269
ფრიდონ ინჯიას თქმით, კანონპროექტში „ოჯახური ღირებულებები“ შესაძლებელია შეიცვალოს ტერმინით "ქართული ღირებულებები“.„მე შევცვლიდი და „ოჯახური ღირებულებების“ ნაცვლად ჩავწერდი - „ქართულ ღირებულებებს“. ქართულ ღირებულებებში შედის ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა, სარწმუნოება, ენა და მათ შორის ოჯახიც. სკოლაში უნდა ისწავლებოდეს საგანი „ქართული ღირებულებები“, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
1713969173
"საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუველ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ ლიეტუვის ურყევი მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის მიმართ ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერის უდიდესი მნიშვნელობა.საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რამდენად უალტერნატივოა ქვეყნისთვის არჩევნებამდე სტაბილურობის შენარჩუნება და საქართველოს ევროპული მომავლის არჩევნების გზით დაცვა. “დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი კვლავ აუცილებლად მისცემს ხმას ჩვენს ევროპულ მომავალს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.ლიეტუვის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოხატა „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით და იმაზე, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე. მისი განცხადებით, ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას ევროპული მომავლისაკენ სწრაფვაში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1713968879
მისი თქმით, "ოცნება" იქცევა რუსულად და ანტისახელმწიფოებრივ საქმეებს აკეთებს."ამ ქვეყანაში მთავარი პროდასავლელი ოპოზიციონერი ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი და შესაბამისად, მისი პატიმრობაც პირდაპირ უკავშირდება სასამართლო კლანს, რუსულ ხელისუფლებას და შესაბამისია ჩვენი დასავლელი პარტნიორების შეფასებები. ალბათ, ყველას გვესმის, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას არცერთი პარტნიორი არ ჰყავს დასავლეთში, მათი მეგობრები არიან პესკოვი, ლავროვი, პუტინი და ასე შემდეგ, ხოლო რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს როგორ ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ არავის სანქცირება არ გვიხარია, უბრალოდ ისინი აკეთებენ რუსულ და ანტისახელმწიფოებრივ საქმეს. ჩვენ გვირჩევნია დასანქცირების ნაცვლად რუსული კანონი გაიწვიონ და ქართველ ხალხს ევროკავშირის გზაზე წინ არ გადაეღობოს ივანიშვილი და ის ხელისუფლება, რომელიც მზად არის მეორე მოსმენაზეც დაუჭირონ მხარი რუსულ კანონს", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
1713968661
1. მკაცრად ვგმობთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას, რადგან ის დააწესებს შეზღუდვებს სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე, რითაც დააზიანებს მათი თავისუფლად ფუნქციონირების შესაძლებლობას, რამაც უკვე გამოიწვია მასობრივი პროტესტი საქართველოს საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მედიის, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეებისა და ქვეყნის ევროპელი და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან;2. ხაზს ვუსვამთ, რომ კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან, ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს, აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას;3. ხაზს ვუსვამთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილია;4. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, შეწყვიტოს საპარლამენტო საქმის წარმოება, რომელიც მიგვიყვანს კანონის მიღებამდე და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც 2023 წლის მარტში აიღო, როდესაც განაცხადა, რომ უპირობოდ უკან გაიწვევდა ამ კანონპროექტს და აღარ წარადგენდა მსგავს კანონს; მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს შემდგომი საკანონმდებლო წინადადებებისაგან, რომლებიც ეწინააღმდეგება დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს და შესაბამისად, ეწინააღმდეგება კოპენჰაგენის კრიტერიუმებს;5. ხაზს ვუსვამთ, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის მისწრაფებებს, იცხოვროს დემოკრატიულ საზოგადოებაში, გააგრძელოს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმები, განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროატლანტიკურ პარტნიორებთან და მიაღწიოს ევროკავშირში გაწევრიანებას;6. ხაზს ვუსვამთ, რომ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლება არის ფუნდამენტური თავისუფლებები და დაცული უნდა იყოს ნებისმიერ ვითარებაში, განსაკუთრებით ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყანაში;7. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს და, შესაბამისად, გამოთქვამს შეშფოთებას სპეცრაზმის მიერ სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ დემონსტრანტების დასაშლელად არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ ცნობების გამო; მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს პირები, ვინც პასუხისმგებელია ძალის უკანონო და არაპროპორციულ გამოყენებაზე;8. ხაზს ვუსვამთ, რომ საზოგადოებრივი დამკვირვებლის როლი, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია, არსებითია დემოკრატიული საზოგადოებისთვის და გადამწყვეტია ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული რეფორმების წინსვლისთვის და ამიტომ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ უზრუნველყოს ხელსაყრელი გარემო, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელ მედია თავისუფლად იმუშავებს;9. ვგმობთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა შთაგონებას იღებს უაღრესად სადაო რუსული კანონმდებლობისგან, როგორიცაა რუსეთის კანონი „უცხოელი აგენტების შესახებ“, რომელიც მიზანმიმართულად ახდენს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და აქტივისტების დისკრიმინაციას და ასევე გამოიყენება რუსეთის ომის წინააღმდეგ გამოთქმული მოსაზრებების ჩასახშობად.10. ვიხსენებთ, რომ 2023 წლის 14 და 15 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმებოდა შესაბამისი ნაბიჯები, რომლებიც მითითებულია კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციაში; ხაზს ვუსვამთ, რომ ეს რეკომენდაცია მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მოქმედება და ებრძოლოს დეზინფორმაციას, რომელიც მიმართულია ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ და რომ ზემოხსენებული კანონპროექტი არღვევს ორივე მიზანს;11. შევახსენებთ საქართველოს მთავრობას იმ ღირებულებებისა და პრინციპების მიმართ ერთგულების ვალდებულების შესახებ, რომელიც მან ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის დროს აიღო და მოვუწოდებთ კომისიის ვიცე-პრეზიდენტს/კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, გააკეთონ იგივე;12. მოვუწოდებთ კომისიას, წარადგინოს საქართველოს პროგრესის შუალედური შეფასება 2023 წლის 8 ნოემბრის კომისიის რეკომენდაციაში მითითებული ცხრა ნაბიჯის განხორციელებასთან დაკავშირებით;13. მოვუწოდებთ კომისიას და წევრ სახელმწიფოებს, შეაფასონ ამ კანონპროექტის გავლენა ევროკავშირის, როგორც დონორის როლზე საქართველოში და ნათლად მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს ამ შესაძლო ზემოქმედებისა და ზოგადად ევროკავშირის დაფინანსებაზე მისი შედეგების შესახებ;14. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროპულ გზას, პატივი სცეს, გააძლიეროს და ხელი შეუწყოს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს და ჭეშმარიტად ჩაერთოს პირობების შესასრულებლად საჭირო ნაბიჯების სრულად განხორციელებაში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან და პოლიტიკურ ოპოზიციასთან ჩართულობისა და თანამშრომლობის სულისკვეთებით;15. ვიმეორებთ ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებებისადმი და მათი სურვილისადმი, იცხოვრონ კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანაში, რომელიც სრულად პატივს სცემს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, იცავს ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის თავისუფლად მუშაობას; ხაზს ვუსვამთ, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მოტივირებული იყო საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიღწევებისა და დემოკრატიული ძალისხმევის აღიარების სურვილით, ისევე როგორც მის მოქალაქეებს შორის ევროკავშირში გაწევრიანების აბსოლუტური მხარდაჭერით;16. მოვუწოდებთ მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გრძელვადიანი საერთაშორისო არჩევნების სადამკვირვებლო მისიას, დააკვირდეს ქვეყნის მომავალ საპარლამენტო არჩევნებს 2024 წლის ოქტომბერში;17. ვავალებთ ევროპარლმენტის თავმჯდომარეს, გაუგზავნოს ეს რეზოლუცია კომისიის ვიცე-პრეზიდენტს/კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, საბჭოს, კომისიას, წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროპის საბჭოს, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას, ასევე საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს."მთავარი არხი"
1713966620
ღონისძიებაზე საერთაშორისო კონსულტანტი, Bankso Nomand Fest-ისა და Accessible AI Podcast-ის თანადამფუძნებელი და მონაცემთა მეცნიერი - შოლა აბიდოიე ბიზნესის წარმატებაში AI-ს როლზე ისაუბრებს და სტუმრებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ყველას. ის განსაკუთრებით სასარგებლო მარკეტერებისთვის და იმ ბიზნესის მფლობელებისთვის იქნება, რომლებიც საკუთარი ბიზნესსაქმიანობაში ჯერ კიდევ არ იყენებენ AI ინსტრუმენტებს."საქართველოს ბანკი მუდმივად მუშაობს სიახლეების დანერგვაზე, როგორც კომპანიის შიგნით, ასევე აქტიურად ვუჭერთ მხარს საინტერესო პროექტებს, რომლებიც სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისკენ არის მიმართული. ჩვენ და Startup Grind რამდენიმე წელია, ვპარტნიორობთ და მოხარულები ვართ, რომ ეს თანამშრომლობა 2024 წელსაც წარმატებით გრძელდება. მომდევნო ღონისძიება ბათუმში გაიმართება, სადაც ძალიან საინტერესო სპიკერი ბიზნესის წარმომადგენლებს გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას თუ როგორ შეუძლიათ მათ AI-ის ინტეგრაცია საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გასამარტივებლად. შეხვედრაზე ბიზნესებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია თუ რა ინსტრუმენტებია ხელმისაწვდომი მათთვის და როგორ შეიძლება მათი გამოყენება ისეთი დავალებების ავტომატიზაციისთვის, რომლებიც დიდ დროსა და ფინანსურ რესურსს მოითხოვენ. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომელიც ბიზნესებისთვის ყოველდღიური პროცესების გამარტივებას შეუწყობს ხელს“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.Startup Grind ინგლისურ ენაზე ჩატარდება და მასზე დასწრება უფასოა.ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია.
1713960324
მისი თქმით, 29 აპრილს "ოცნების" აქციაზე საკუთარი ნებით მოსული არავინ იქნება."თავისით მოსულები არიან ის ახალგაზრდები, რომლებიც ცხრა დღეა, უკვე ქუჩაში არიან გამოსულები, დანარჩენები ჩამოვლენ მიკროავტობუსები რაიონებიდან."ქართულ ოცნებას" ფული აქვს და ილუზიას ქმნიან, რომ დიდი რამე ხდება. საჯარო მოხელეები, რომ ჩამოდიან ხელფასზე დამოკიდებულები, რას ითხოვენ, რომ "რუსული კანონი" მიიღეთო? უბრალოდ სამსახურის დაკარგვის ეშინიათ. აბა "რუსული კანონის" მიღება თუ მინდა, პროტესტს ვაპირებ და რად მინდა მიკროავტობუსების დაქირავება? რაიონში მიკროავტობუსი აღარ არსებობს, რომელიც გაქირავებული არ არის უკვე. მაგას დავარქმევ "მიკროავტობუსების აქციას", რადგან აქციაზე უფრო მეტი მიკროავტობუსი იქნება, ვიდრე ადამიანი", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
1713959424
საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ ლაზარე გრიგორიადისმა განაცხადა, რომ ახალგაზრდების პროტესტს დღესვე შეუერთდება.მარტის აქციების მონაწილე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.