სამხრეთ კორეაში, ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარე ძლიერი წვიმების და მეწყერის შედეგად, სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაკარგულად ითვლება.

სანჩეონში სამაშველო ოპერაციები გრძელდება. სახანძრო სამსახურის ცნობით, სულ მცირე 58 ადამიანი ევაკუირებულია, თუმცა დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს.

17 ივლისს დაწყებულმა ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა, მეწყერი და ნგრევა გამოიწვია.

ხელისუფლების ცნობით, დატბორილი გზების და ინფრასტრუქტურის განადგურების თითქმის 2000 შემთხვევა დაფიქსირდა.

ასევე დაფიქსირდა კერძო საკუთრების - საცხოვრებელი შენობებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების დაზიანების 2200-ზე მეტი შემთხვევა.

სულ 12 000-ზე მეტი ადამიანი იმყოფება თავშესაფრებში ქვეყნის მასშტაბით 14 ქალაქსა და პროვინციაში.