არ არსებობს ისტორიაში შემთხვევა, როდესაც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის ხელისუფლებას არალეგიტიმურად აღიარებდნენ, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი მკაფიოდ ამბობს, რომ გამოსავალი მხოლოდ ახალ, თავისუფალ არჩევნებშია.

"ევროპარლამენტის განცხადება უკვე ოფიციალური განცხადებაა, რომლითაც არალეგიტიმურ ხელისუფლებად აღიარებას "ქართულ ოცნებას". მსგავსი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში არ მომხდარა. არ არსებობს არც საქართველოს ისტორიაში და არც ზოგადად, როდესაც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის ხელისუფლებას აღიარებდნენ არალეგიტიმურად და ითხოვენ ახალ არჩევნებს. ახალი არჩევნებია ერთადერთი გამოსავალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც დააბრუნებს საქართველოს დემოკრატიის გზაზე და ევროკავშირის გზაზე, რაც არის მათი მოთხოვნა", - აცხადებს გიორგი ბუტიკაშვილი "ტვ პირველთან".

ევროპარლამენტის განცხადებით, "პარლამენტი არ აღიარებს ამჟამინდელ მთავრობას და საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის".