დეკემბერში ევროკომისია გამოაქვეყნებს ვიზალიბერალიზაციის ანგარიშს, მათ შორის საქართველოსთვისაც და ამ ანგარიშს გაუზიარებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, არის ახალი მექანიზმი, რომელიც ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა ქვეყანას, რომლებიც სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით ევროკავშირში.

"2024 წლის გაზაფხულზე, ცხადად ვთქვით, რომ გთხოვთ, არ მიიღოთ უცხოელი აგენტების კანონი, რომელსაც გამჭვირვალობის კანონი ეწოდება, რადგან ამას ექნებოდა შედეგები. 2024 წლის ივნისში, საქართველოს პარლამენტის მიერ ამ კანონის მიღების გამო, ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, შეეჩერებინა საქართველოს გაწევრიანება, უთხრა საქართველოს მთავრობას, შეეცვალა კურსი. ევროკავშირის საბჭოს 24 ივნისის გადაწყვეტილება პირველი გამოღვიძების ზარი იყო. გასულ კვირას, ალბათ, ბოლო ზარი იყო გაფართოების ანგარიში, რომელიც იყო გამანადგურებელი საქართველოს მისწრაფებებისთვის, შეუერთდეს ევროკავშირს. ვიმედოვნებ, რომ ქართველ პარლამენტარებს 18 თვეზე ნაკლები დრო დასჭირდებათ ანგარიშის შესასწავლად, რომ იმოქმედონ, რადგან თუ საქართველო, საქართველოს მთავრობა სერიოზულად არის განწყობილი როდისმე ევროკავშირში  გასაწევრიანებლად, მათ დაუყოვნებლივ სჭირდებათ კურსის შეცვლა.

არის ახალი მექანიზმი, რომელიც ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა ქვეყანას, რომლებიც სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით ევროკავშირში. დეკემბერში ევროკომისია გამოაქვეყნებს ვიზალიბერალიზაციის ანგარიშს, მათ შორის საქართველოსთვისაც და ამ ანგარიშს გაუზიარებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. ამის შემდეგ მას ევროკავშირის წევრები განიხილავენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას. წევრი ქვეყნები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამაზე სპეკულაცია არ მინდა“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.