უნივერსიტეტში პროტესტი უმნიშვნელოვანესია, რადგან ეს ჩვენთვის ყოველთვის იყო სიმბოლო და ასეთივე სიმბოლოდ დარჩება. უნივერსიტეტი არ შეიძლება იქცეს სუსის და ძალოვნების კაზარმად, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა გედევან ფოფხაძემ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს პროტესტი არ არის კონკრეტულ შემთხვევაზე ორიენტირებული, ეს არის მცდელობა ამ ქვეყანაში წიგნიერების, განათლების, ინტელექტის დაცვისა, რომელიც საზოგადოებამ უნდა დაიცვას ბოლშევიკური შეხედულებების მქონე ხალხისგან.

"უნივერსიტეტში პროტესტი უმნიშვნელოვანესია, რადგან ეს ჩვენთვის ყოველთვის იყო სიმბოლო და ასეთივე სიმბოლოდ დარჩება. უნივერსიტეტი არ შეიძლება იქცეს სუსის და ძალოვნების კაზარმად, ამიტომ ახალგაზრდები, რომლებიც ცოდნის მიღებაზე ფიქრობენ, იმაზეც უნდა ფიქრობდნენ, რომ დაიცვან ეს უნივერსიტეტი, დაიცვან ფილიპე მახარაძეებისგან. ეს პროტესტი არ არის კონკრეტულ შემთხვევაზე ორიენტირებული, ეს არის მცდელობა ამ ქვეყანაში დავიცვათ წიგნიერება, განათლება, ინტელექტი. დავიცვათ იმ ხალხისგან, რომლებიც ბოლშევიკური ღირებულებებით მოქმედებენ“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა საპარლამენტო არჩევნების ხელახალი დანიშვნაა.