ძალიან ბევრი გაბრაზებული მოქალაქე მოახდენს მასობრივ ჯახს საჭიროების შემთხვევაში, "ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ იგორ ნარმანიამ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გადამწყვეტ ბრძოლას სჭირდება ძალიან ბევრი მოქალაქე, რადგან არავინ დაუშვას არალეგიტიმური პარლამენტის შეკრება ან ფუნქციონირება.

"ძალიან კარგია სილაღე, რაც დღეს ჩემს თანატოლებშია, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ გადამწყვეტი ბრძოლისთვის ვიყოთ ძალიან ბევრი გაბრაზებული მოქალაქე ქუჩებში. გადამწყვეტ ბრძოლას სჭირდება ძალიან ბევრი მოქალაქე, რადგან არავინ დაუშვას არალეგიტიმური პარლამენტის შეკრება ან ფუნქციონირება. კარგად ვიცით, რომ არც ერთი ჩვენი ევროპელი მოკავშირე, არც ერთი დასავლელი მოკავშირე არ ცნობს ამ არჩევნებს და ჩვენგან სჭირდებათ მათ ქმედებების დანახვა. ჩვენ ვიბრძოლებთ, თუმცა ძალიან ბევრნი გვინდა, რომ ვიყოთ და შემოგვიერთდით. ძალიან ბევრი გაბრაზებული მოქალაქე მოახდენს მასობრივ ჯახს საჭიროების შემთხვევაში, "ქართული ოცნების“ წინააღმდეგ“, - განაცხადა იგორ ნარმანიამ.