საიას ხელმძღვანელის ნონა ქურდოვანიძის შეფასებით, სუსის მიერ გამოქვეყნებული ციფრები ვერ ასახავს ინტოქსიკაციის რეალურ მასშტაბს, რადგან ისინი ითვალისწინებენ მხოლოდ სტაციონარში სასწრაფოს მიერ გადაყვანილ პაციენტებს.

"ინტოქსიკაციის მასშტაბების გაზომვა იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც გუშინ გაჟღერდა, არასრულია. სუსის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, სტაციონარულ დაწესებულებებში სამედიცინო ბრიგადების მიერ გადაყვანილი 54 ადამიანიდან მსუბუქი ინტოქსიკაცია დაუდგინდა 5-ს. საინტერესო დეტალია, რომ ამ მონაცემებში არ შედიან სამედიცინო დაწესებულებებში თვითდინებით მისული პაციენტები. ასეთი რამდენი პირია, ამ დროისათვის უცნობია. აქვე, ამონარიდი ჯანდაცვის პასუხიდან, რომელიც საიას თებერვალში გასცა. აქ საინტერესო დეტალი ისიცაა, რომ კლინიკებში გადაყვანილი დაზიანებული პირების საერთო რაოდენობაც 54-ზე ბევრად მეტი წერია", - წერს ქურდოვანიძე. 

სუსის განცხადებით, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ფხვნილი - ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც 2007 წელს ებრაული კომპანიისგან შეიძინეს. უწყება ამტკიცებს, რომ ფხვნილი და მისი გამხსნელი პროპილენ გლიკოლი აკრძალულ ნივთიერებებში არ შედის.

სუსი უარყოფს BBC-ის მიერ ნახსენებ „კამიტის“ (ბრომობენზილ ციანიდის) შეძენასაც. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ის დეპარტამენტიდან ამოღებულია ორი სხვა ნივთიერება - ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი.