25 ნოემბერს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საპროტესტო მუხტი და ტალღა, რომელთან დაკავშირებითაც ინფორმაცია 24 ნოემბერს გახდება ცნობილი, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მაგრამ კიდევ უფრო მეტი საპროტესტო კერა იქნება ამ დღეს, რომელთა დაკავშირებითაც მოსახლეობა შეიტყობს.

"ვიკრიბებით თსუ-ის პირველ კორპუსთან, სადაც გაიგებთ, მათ შორის დღევანდელი საპროტესტო აქციის დანარჩენ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. 25 ნოემბერს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საპროტესტო მუხტი და ტალღა, რომელთან დაკავშირებითაც ინფორმაცია 24 ნოემბერს გახდება ცნობილი. რამდენადაც ვიცი, ერთი აქცია დაანონსებულია საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან დილის 9 საათზე, მაგრამ კიდევ უფრო მეტი საპროტესტო კერა იქნება ამ დღეს, რომელთა დაკავშირებითაც მოსახლეობა შეიტყობს“ - განაცხადა ლევან სანიკიძემ.