გარდა იმისა, რომ ვაპროტესტებთ გაყალბებულ არჩევნებს და ყველაფერ იმას, რაც ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ“, მე აქ მოვედი იმისთვის, რომ მხარი დავუჭირო სტუდენტებს, - ამის შესახებ მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს მთავარია, რომ შენარჩუნდეს ის ღირსება, რაც აქვს საქართველოს უნივერსიტეტს.

"გარდა იმისა, რომ ვაპროტესტებთ გაყალბებულ არჩევნებს და ყველაფერ იმას, რაც ჩაიდინა "ქართულმა ოცნებამ“, მე აქ მოვედი იმისთვის, რომ მხარი დავუჭირო სტუდენტებს, რადგან, ზუსტად 1978 წელს, როდესაც იყო ქართული ენის დაცვა, მე ვიყავი რუსთაველზე და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, გარდა იმისა, რომ სტუდენტები იყვნენ მთელი საქართველოდან, პროფესორ-მასწავლებლები მოუძღვებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტებს. ისინი იყვნენ ავანგარდში და დღეს მთავარია, რომ შევინარჩუნოთ ის ღირსება, რაც აქვს საქართველოს უნივერსიტეტს და ჩვენი დიდი პატივისცემა ივანე ჯავახიშვილს“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.