ეს მოვლენები მთლიანად იქნება გარდამტეხი ახალგაზრდების და ხანში შესული ადამიანების ყველა ერთად. ეს არის ყველა მოქალაქის პროტესტი, - ამის შესახებ საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომოს ხელმძღვანელმა ოთარ ზურაბიშვილმა საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება“ არის საერთაშორისო ალყაში, სამოქალაქო ალყაში, კანონიერ ალყაში და არ ექნება სხვა გამოსავალი, გარდა ხელახალი არჩევნების ჩატარებისა.

"ეს მოვლენები მთლიანად იქნება გარდამტეხი ახალგაზრდების და ხანში შესული ადამიანების ყველა ერთად. ეს არის ყველა მოქალაქის პროტესტი, საერთო პროტესტი, რაც არის ჩვენი გამოსავალი. უნდა მოვაქციოთ "ქართული ოცნება“ ალყაში. ისინი არიან საერთაშორისო ალყაში, სამოქალაქო ალყაში, კანონიერ ალყაში და არ  ექნება სხვა გამოსავალი. საჭირო იქნება, ჩატარდეს ახალი არჩევნები“, - განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.