თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გმირთა მოედნის მემორიალთან მსვლელობით მივიდნენ.

აქციის მონაწილეების  მთავარი მოთხოვნა  საპარლამენტო არჩევნების ხელახალი დანიშვნაა.

როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერები აცხადებენ, ისინი მოძრაობას 22:00 საათამდე გადაკეტავენ.

"საქართველოს სჭირდება გამარჯვება, მე დღეს არაერთხელ აღვნიშნე, რომ შემდეგ გიორგობას, 6 რიცხვში, ჩვენ უკვე უნდა შევხვდეთ გამარჯვებულები, რაც ამ ქვეყანას ძალიან სჭირდება. 21 წლის წინ, ჩვენ აქ გავიმარჯვეთ, 2003 წლის 23 ნოემბერს, ვარდების რევოლუცია იყო ის დიდი გარღვევა, რომელმაც შეძლო და დღევანდელი მუხტიც შექმნა, რადგან ეს იყო წინააღმდეგობის სიმბოლო, ანტისაბჭოთა, ანტირუსული გალაშქრება ქართული საზოგადოების, რომელიც დღესაც გრძელდება. მთავარი არის ის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს პროტესტის კერა, ეს კერა ხან გადმოინაცვლებს გმირთა მოედანზე, იმ გმირების სახელებთან და გვარებთან, რომლებიც ქმნიდნენ ამ ქვეყნის ისტორიას, მაგრამ რაც მთავარია, 24-25 ნოემბერს, პროტესტის კერამ გადაინაცვლოს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, რამდენიმე წუთში სიტყვით გამოსვლები დაიწყება.