ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს აქვს საკმაოდ დიდი მარაგი ანტირაბიული ვაქცინის და ჩვეულ რეჟიმში, ინტენსიურად ახორციელებს ცხოველების ვაქცინაციას, - ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული.

"გვინდა, გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას დედაქალაქში ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინის დეფიციტთან დაკავშირებით.

გაცნობებთ, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს აქვს საკმაოდ დიდი მარაგი ანტირაბიული ვაქცინის და ჩვეულ რეჟიმში, ინტენსიურად ახორციელებს ცხოველების ვაქცინაციას.

დაინტერესებულ პირებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ, მოგვმართონ და აცრან ცხოველები მუნიციპალურ თავშესაფარში", - აღნიშნულია განცხადებაში.