მიხეილ სააკაშვილის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი აცხადებს, რომ მის შვილთან დაკავშირებით პროცესები ხელოვნურად ფერხდება.

ნიკოლოზ სააკაშვილი "ვივამედის" კლინიკურ დირექტორ ზურაბ ჩხაიძეს მიმართავს და აცხადებს, რომ მის ადგილზე თავად გადადგებოდა.

"მე ტრანსპარანტით უნდა დავდგე ქუჩაში, ამ სიცივეში, არა შენობაში და მქონდეს დიდი წარწერა, რომ ვარ ეს, ეს, ეს, ვარ 80 წელს მიღწეული, ნუ მომიკლავთ შვილს. ეს არის ხელოვნურად პროცესების შეფერხება, ან მიყვანა ფატალურ მდგომარეობამდე, ან ისე დაინვალიდება, რომ მერე ძალიან ცუდ მდგომარეობაში გააგრძელოს თავის ცხოვრება.

ბატონო ზურა, მოდით ყველაფერი გვერდზე გადადეთ, წარმოიდგინეთ, რომ თქვენი შვილია მიშას მდგომარეობაში, მე რომ ვყოფილიყავი თქვენს ადგილას, მე დღეს გადავდგებოდი", - განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა.