სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 6კმ-ში მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიდიდემ 4.7(ML) მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 19:49 საათზე დაფიქსირდა.
სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 6კმ-ში მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიდიდემ 4.7(ML) მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 19:49 საათზე დაფიქსირდა.
1762113228
"უკრაინაში არის კიდევ Patriot-ები და ჩვენ მათ ექსპლუატაციაში ვუშვებთ. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მთელი ტერიტორიისთვის საჭიროა მეტი სისტემა, რათა დაფაროს ძირითადი ინფრასტრუქტურული ობიექტები და ჩვენი ქალაქები და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამის მისაღწევად“, - განაცხადა ზელენსკიმ.პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს არა მხოლოდ ეროვნულ ლიდერებთან, არამედ საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მწარმოებლებთანაც.„ამ საკითხზე შეხვედრები მომავალ კვირას გაიმართება. ჩვენ ჩვენს პარტნიორებს წარვუდგინეთ ყველა გაანგარიშება და ყველა შესაძლო ვარიანტი საკმარისად საიმედო საჰაერო თავდაცვის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ზელენსკიმ.მისივე თქმით, უკრაინა იძულებულია ყოველდღიურად დაიცვას თავი რუსული ბალისტიკური რაკეტებისგან და აუცილებელია რუსული სამხედრო თვითმფრინავების განადგურების გაგრძელება, რაც მრავალკომპონენტიან საჰაერო თავდაცვის სისტემას მოითხოვს.„ეს მოიცავს ჩვენს სამხედრო ავიაციას და ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია როგორც Gripen-თან, ასევე ფრანგულ თვითმფრინავებთან დაკავშირებით. ჩვენ ვმუშაობთ F-16-ზე. ასევე, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და მათთვის რაკეტებზე, მობილურ საცეცხლე ჯგუფების განვითარებაზე და რა თქმა უნდა, ახლა პრიორიტეტი გამანადგურებელი დრონებია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
1762112517
ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება.რას ედავებიან აქტივისტებს, ჯერჯერობით უცნობია.
1762112387
15:00 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი 15:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას სასამართლო პროცესი გაიმართება. 15:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში რომეო მიქაუტაძის სასამართლო პროცესი გაიმართება. 16:00 საათზე - სახალხო დამცველის ოფისთან ანასტასია ზინოვკინას მხარდასაჭერად აქცია გაიმართება.თემა: „ანასტასია ზინოვკინა გადაიყვანონ კლინიკაში და მიეწოდოს ყველა საჭირო ორთოპედიული აღჭურვილობა“.მისამართი: ირაკლი ფაღავას ქუჩა ნომერი 6, ავლაბარისაკონტაქტო ნომერი: 597 99 04 40
1762112378
კუროფინანსურ სფეროში პოზიტიური სიახლეებია მოსალოდნელი. შესაძლოა ახალი შესაძლებლობა გამოგიჩნდეთ. ურთიერთობებში მეტად გამოიჩინეთ მოთმინება - დიალოგი დღეს მნიშვნელოვან შედეგს მოგიტანთ.ტყუპებიდღის ყურადღება ოჯახურ საკითხებზე ან შინაგან წონასწორობაზეა გადართული. კარგი დროა ახლობლებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. მოერიდეთ ზედმეტ დაძაბულობას და ემოციების ჩაკვლას.კირჩხიბიინტუიცია დღეს გამძაფრებულია. სულიერი თვალსაზრისით კარგი დროა თვითშემეცნებისა და შინაგანი სიმშვიდის მოსაპოვებლად. მოერიდეთ უარყოფით აზრებს - განთავისუფლდით იმ ენერგიისგან, რაც აღარ გჭირდებათ.ლომიდღე ხელსაყრელია საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად. აქტიურობა და მიზანდასახულობა დღეს შედეგს მოგიტანთ. მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს - ყურადღება მიაქციეთ დეტალებს.ქალწულიმოიმატებს სურვილი, წესრიგში მოიყვანოთ საქმეები. კარგი დროა სამუშაო პროცესების გასაუმჯობესებლად და ჯანმრთელობისთვის მეტი ყურადღების მისაქცევად. სტაბილურობა დღეს თქვენს საუკეთესო მეგობრად იქცევა.სასწორიფოკუსი გადაინაცვლებს ურთიერთობებზე. გამოიჩინეთ გულწრფელობა და მოთმინება პარტნიორულ კავშირებში. ღია კომუნიკაცია და მოსმენა დაგეხმარებათ საერთო ენის გამონახვაში.მორიელიდღეს ძლიერი ტრანსფორმაციული ენერგია იგრძნობა. შესაძლოა, გქონდეთ სურვილი, შეცვალოთ რაღაც მნიშვნელოვანი ცხოვრებაში. ენდეთ ინტუიციას - ის სწორ მიმართულებას გაჩვენებთ.მშვილდოსანიპოზიტიური და აქტიური დღეა. შეიძლება ახალი იდეა ან შემოქმედებითი შთაგონება მიიღოთ. კარგი დროა მიზნების განახლებისთვის და საკუთარი ხედვის გასაფართოებლად.თხის რქაფოკუსი გადატანილია კარიერაზე და პროფესიულ მიზნებზე. პრაქტიკული მიდგომა და პასუხისმგებლობა წარმატებას მოგიტანთ. არ დაგავიწყდეთ ემოციური ბალანსის შენარჩუნებაც.მერწყულიდღე ხელსაყრელია მეგობრებთან და კოლეგებთან თანამშრომლობისთვის. შესაძლოა გაჩნდეს საინტერესო პროექტი ან ჯგუფური ინიციატივა. იყავით ღია ახალ იდეებზე - თქვენი შემოქმედებითი ენერგია დღეს ძლიერია.თევზებიდღეს ემოციური და სულიერი საკითხები წამოიწევს წინა პლანზე. შეეცადეთ, რეალობასთან კავშირი არ დაკარგოთ. მცირე ორგანიზებულობა დაგეხმარებათ გეგმების რეალიზებაში.
1762102003
უკრაინულ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაში "პატრიოტების" კომპონენტი გავაძლიერეთ. მადლობას ვუხდი გერმანიას და პირადად კანცლერ ფრიდრიხ მერცს ჩვენი ამ ერთობლივი ნაბიჯისთვის რუსული ტერორისგან სიცოცხლის დასაცავად. ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვამზადებდით საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას და შეთანხმებები ახლა შესრულებულია. მადლობა ყველას, ვინც დაგვეხმარა!" - განაცხადა ზელენსკიმ.მისივე თქმით, რუსული ავიადარტყმები პუტინის მთავარი ფსონია ამ ომში."ტერორის მეშვეობით ის ცდილობს თავისი გიჟური მიზნების მიღწევის შეუძლებლობის კომპენსირებას. ამიტომ, ჩვენი საჰაერო თავდაცვის ყოველი გაძლიერება პირდაპირი მნიშვნელობით გვაახლოებს ომის დასასრულთან, რომელსაც ყველა ველოდებით. რაც უფრო ნაკლებს მიაღწევს რუსეთი, მით უფრო დიდი მოტივაცია ექნება ომის დასრულების.ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვაგრძელებთ მუშაობას საიმედო საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნაზე. ჩვენი შესაძლებლობები შეძლებს უსაფრთხოების გარანტიას არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ჩვენი პარტნიორებისთვისაც, საჭიროების შემთხვევაში. ჩვენი უსაფრთხოება განუყოფელია - რაც ნიშნავს, რომ ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ ყველა ჩვენგანი უნდა დაიცვას.მიმდინარეობს მოლაპარაკებები საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შემდგომ ერთობლივ ნაბიჯებზე - როგორც სამთავრობო დონეზე, ასევე უშუალოდ საჭირო სისტემების მწარმოებლებთან", - განაცხადა ზელენსკიმ.
1762093489
დრამატულ ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი ანგარიშით 4:3 დაამარცხა და გამარჯვება მოიპოვა.დასკვნით შეხვედრამდე, ქართველმა ძიუდოისტებმა მეოთხედფინალში რუმინეთის გუნდი ანგარიშით 4:2 დაამარცხეს, ნახევარფინალში კი თურქეთის ნაკრებს ანგარიშით 4:1 სძლიეს.აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: ნინო ლოლაძე (57 კგ), გიორგი ტერაშვილი (73 კგ), ნინო წიკლაური (70 კგ), გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ), ლიზი ქვარცხავა (+70 კგ) და შალვა გურეშიძე (+90 კგ).
1762086439
მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სხდომა 4 ნოემბრისთვის გადადო.ადვოკატის ინფორმაციით, ფერაძის დაკავების ოქმში არ იყო მითითებული დაკავების დრო, რაც ძალიან დიდი დარღვევაა.„მთავარი დარღვევა რაც იყო არის ის, რომ დაკავების ოქმში არ იყო მითითებული დაკავების დრო, რაც ძალიან დიდი დარღვევაა. შემდგომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ ამას მოწმეები დაადასტურებენ, რაც შეუძლებელია. ისეთი მუხლისთვის როგორიც ქუჩის გადაკეტვაა, დაკავების დრო ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამისთვის გათვალისწინებულია პატიმრობა და სწორედ ამ დროის მიხედვით აითვლება პატიმრობა. ზედმეტი პატიმრობის ერთი წუთიც კი, ეს იმაზე დიდი დარღვევაა, ვიდრე დარბაზში მყოფ შსს-ს წარმომადგენელს ეგონა. გარდა ამისა, საქმეზე მტკიცებულებები, რომ თამარ ფერაძე რაიმეს არღვევს და მით უმეტეს, ქუჩას კეტავს, არ არის წარმოდგენილი. თითქოს ეს კადრები დამონტაჟებული, აჩქარებული და სხვა რაკურსით გადაღებულია მაშინ, როდესაც შსს-ს ოთხი სტაციონალური კამერით, სამხრე კამერებიდან, მანქანებიდან, ტელევიზიიდან და ინტერნეტიდან მტკიცებულებების ამოღება არ უჭირს. ორი მთავარი დარღვევა იყო, რამაც დღეს მოსამართლე კობა ჩაგუნავას გადაწყვეტილება, რომ თამარ ფერაძე გათავისუფლდა, განაპირობა, დაკავების დრო არ არის და ასევე, თამარ ფერაძის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არის. ახლა, შსს-ს მეორე შანსი მიეცა, იქნებ ეს გარემოებები მეორე ჯერზე მაინც დაამტკიცონ. ჩვენ კი ამ დროს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მტკიცებულებები წარმოვადგინოთ. სხვათა შორის, ამ დარბაზებში პროცესები ისე მიმდინარეობს, რომ აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ ქუჩა ნამდვილად გადაკეტეს, როცა ისინი კეტავენ და პირდაპირ ამბობენ რომ ეს მათი პროტესტია“, – განაცხადა ადვოკატმა.თათა ფერაძე რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის ბრალდებით დღეს დააკავეს.
1762083780
"ერთი კანონით როგორ მიაღწიო მრავალ შედეგს?! ამის მაგალითია საჯარო სამსახურის ახალი კანონი. ახალი კანონი აწესებს საჯარო მოხელის სრულ დაქვემდებარებას ბიუროკრატიულ იერარქიაზე, რაც ნიშნავს საჯარო სამსახურის ტოტალურ პოლიტიზებას. მეორეს მხრივ, კანონი აწესებს პედაგოგიური საქმიანობის შეზღუდვას მათთვის, ვინც პოლიტიკურ სანდო პირად არ მიიჩნევა ზემდგომი პირების თვალში. თავისუფალ თუ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებზე მეორე სამსახურის აკრძალვა ფინანსურ ახალ ზეწოლას გამოიწვევს. და ბოლოს, ასეთი შერჩევითი წესი აკადემიურ თავისუფლების კიდევ ერთ შეზღუდვას ემსახურება.ასეთ მავნებლურ კანონებს ერთი მეორეს მიყოლებით ორ-სამ დღეში რომ აინიცირებენ და ამტკიცებენ, ყოველგვარ დისკუსიის გარეშე, ხომ არ გგონიათ, რომელიმე იყოს თბილისში მოფიქრებული, ან თუნდაც დაწერილი? გადაწერილი კი ბატონო! ჩვენ დღეს საქმე გვაქვს არა ერთ კონკრეტულ რუსულ კანონთან, არამედ რუსულ კანონმდებლობის სრულ ერთობლიობასთან, რომლის მიზანია საქართველოს სახელმწიფოს ძირეულად სახე უცვალოს და ჩრდილოეთ მეზობლის ანარეკლად იქცეს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.1 ნოემბრიდან ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვითაც საჯარო მოხელეები დამატებით საქმიანობასა და ანაზღაურებას ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობის გარეშე ვეღარ მიიღებენ. ნებართვა მხოლოდ ერთი წლით გაიცემა.
კლინიკაში გარდაიცვალა ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელსაც სცემეს და თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს
1761412405
31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1761853083
29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1761680831
24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1761249033
25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1761335130