15 წლის ბიჭი, რომელსაც ოჯახი ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს.

მოზარდი ბოლოს სათვალთვალო კამერებმა გასულ ღამეს საირმის ქუჩაზე დააფიქსირეს, შემდეგ კი მისი კვალი გაქრა.

ცხედარი ერთ-ერთ მშენებარე კორპუსთან ნახეს.

მომხდარზე თავდაპირველად გამოძიება გაუჩინარების მუხლით დაიწყო, ახლა კი სავარაუდოდ, 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გაგრძელდება.