ექსკლუზივი

პოლიტიკა

ბიზნესი და ეკონომიკა

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში "საქართველოს ბანკის" Ads Manager-ს შეასწავლიან

1714134386

Ads Manager საქართველოს ბანკის Business Manager-ის ნაწილია და მისი მეშვეობით ბიზნესებს აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ საკუთარი მომხმარებლების შესახებ ანალიტიკურ ინფორმაციას, დააკვირდნენ მათ ქცევასა და ინტერესებს, შეთავაზებების შექმნით კი უპასუხონ მათ საჭიროებებსა და სურვილებს.  პლატფორმა მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას იძლევა, რაც ბიზნესებს ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში ეხმარება.„ციფრული ინდუსტრიის აკადემიისთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს მიაწოდოს ინფორმაცია უახლეს ტრენდებსა და ტენდენციების შესახებ. მას შემდეგ, რაც ბაზარზე გამოჩნდა საქართველოს ბანკის Ads Manager-ი, როგორც ახალი შეთავაზების განსათავსებელი  პლატფორმა, გადავწყვიტეთ ის ციფრული მარკეტინგის ტექნიკებისა და ანალიზის კურსზე დაგვემატებინა. საქართველოს ბანკის პლატფორმა, რამდენიმე კომპონენტის გათვალისწინებით, ძალიან საინტერესო და საჭიროა დღევანდელი მარკეტერებისთვის. პირველ რიგში, საინტერესოა აუდიტორიის მოცულობა - Ads მენეჯერის დახმარებით შეგვიძლია 1 400 000-ზე მეტ ციფრულად აქტიურ მომხმარებელს მივწვდეთ - მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე, ამავდროულად მივიღოთ დეტალური დემოგრაფიული ინფორმაცია და დამატებით გავაანალიზოთ მათი ციფრული ქცევა. ეს გაცილებით ხელსაყრელს ხდის სამიზნე აუდიტორიისთვის შესაფერისი შეთავაზების შექმნას“, - აცხადებს ეკატერინე თავხელიძე, ციფრული ინდუსტრიის აკადემიის საოპერაციო გუნდის ხელმძღვანელი.„საქართველოს ბანკი არ ჩერდება და მუდმივად ავითარებს ციფრულ პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც ბიზნესების უნიკალურ საჭიროებებს პასუხობს. Ads Manager ამის ერთ-ერთი მაგალითია. მისი მეშვეობით ბიზნესი საქართველოს ბანკის ციფრული არხებით მომხმარებლებს უკავშირდება, გეგმავს შეთავაზებას და აცნობს ფასდაკლების, ქეშბექის ან სხვა ტიპის შესაძლებლობას. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია საქართველოს ბანკის Ads Manager-ს საერთაშორისო პლატფორმებთან ერთად აცნობს კურსის მონაწილეებს. ვიმედოვნებთ, რომ ეს ცოდნა ბიზნესებს გაყიდვების სტიმულირებასა და ლოიალური მომხმარებლების შეძენაში დაეხმარებათ“, - აცხადებს გიორგი კინწურაშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსი.აღსანიშნავია, რომ კურსის მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს ბანკის Ads Manager-ის ფუნქციონალს, ტარგეტირებასა და კონტენტის გაიდლაინებს, ასევე ანალიტიკის, რეპორტინგისა და ოპტიმიზაციის შესაძლებლობებს. ამასთან, კურსის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ, ტექნიკურად გატესტონ და პრაქტიკაში შეისწავლონ ეს ხელსაწყო. შესაბამისად, კურსის დასრულების შემდეგ, ისინი შეძლებენ, დამოუკიდებლად იმუშაონ საქართველოს ბანკის Ads Manager-ში, შექმნან შეთავაზებები, გააანალიზონ შედეგები და გაუშვან ოპტიმიზებული რეკლამები.კურსზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაესწარით უფასო მასტერკლასს „ABCᴅᴀᴛᴀ - ანუ რა მართავს ციფრულ მარკეტინგს?“, რომელიც 28 აპრილს, 13:30 სთ-ზე, ტერმინალში (ირაკლი აბაშიძის #34) გაიმართება. მასტერკლასზე სპიკერები, ელენე ბიბილეიშვილი, Hapttic-ის აღმასრულებელი დირექტორი და თორნიკე სამადაშვილი, საქართველოს ბანკის Digital Banking Ecosystem -ის ხელმძღვანელი,  ისაუბრებენ ტექნოლოგიების გამოყენების როლზე ციფრულ მარკეტინგში და მიმოიხილავენ  საქართველოს ბანკის Ads Manager-ს.ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე, რეგისტრაციისთვის კი ესტუმრეთ ამ ბმულს.Ads Manager-ის შესახებ გაიგეთ მეტი საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან.

თიბისის მხარდაჭერით დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

1714126536

თიბისის სადებეტო Visa ბარათით ბილეთის შეძენისას, მომხმარებლებს გადახდილი თანხის 20% მომენტალურად უკან დაუბრუნდებათ.ფესტივალი მოიცავს სხვადასხვა ლექცია-სემინარს, პანელურ დისკუსიასა და ვორკშოპს, რომლებსაც სფეროს წამყვანი ადგილობრივი და უცხოელი დიზაინერები და ილუსტრატორები გაუძღვებიან. ღონისძიების ფარგლებში, სტუმრები გაეცნობიან ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს და საშუალება ექნებათ დაესწრონ მსოფლიოში სფეროს წამყვანი სპეციალისტების სემინარებს. ფესტივალის საპატიო სტუმარი იქნება ავსტრიელი დიზაინერი სტეფან საგმაისტერი, რომელსაც კარიერის განმავლობაში უმუშავია ისეთ ცნობილ პროექტებზე, როგორებიცაა – როლინგ სტოუნსის ალბომის ყდა, HBO, გუგენჰაიმის მუზეუმი და სხვა.დიზაინ ფესტივალზე, პანელურ დისკუსიას თიბისის დიზაინის და UX მიმართულების ლიდერი - გიგი ჯანელიძე გაუძღვება, რომელიც ისაუბრებს თიბისი ჯგუფის გამოცდილებაზე: რა როლს ასრულებს დიზაინი ბიზნესის სტრატეგიის ჭრილში, როგორ შეიძლება დიზაინი იყოს ინოვაციის და ადამიანზე ორიენტირებული პროდუქტის შექმნის საფუძველი.პანელური დისკუსიის მონაწილეები იქნებიან:  გივი დაუთაშვილი (თიბისი დაზღვევა), ირაკლი სიმონიშვილი (თიბისი უზბეკეთი/Space int), ლაკო ჟაჟანიძე (თიანეთი), თაკო ლორია (თიბისი უზბეკეთი/Space Int). 

The Digital Banker-მა "საქართველოს ბანკი" საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

1714123046

"ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სასაჩუქრე ბარათები, ბიზნესსა და სამომხმარებლო მობილბანკში „სთორების“ ახალი სივრცე, ბიზნეს დეპოზიტები, ბიზნეს შეთავაზებები, ბიზნეს და გადახდების მენეჯერი, API მენეჯერი, - ეს საქართველოს ბანკის მიერ 2023 წელს განხორციელებული ინიციატივების მხოლოდ ნაწილია, რის გამოც ფინანსურმა ინსტიტუტმა საერთაშორისო აღიარება დაიმსახურა.საქართველოს ბანკის გუნდის მიზანი მომხმარებლისთვის განსაკუთრებული საბანკო გამოცდილების შეთავაზებაა. ამისათვის, ფინანსური ინსტიტუტი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლონ 24/7-ზე მხარდაჭერით, რაც ბანკის გუნდს ეხმარება, მუდმივად ეცნობოდნენ მომხმარებლის საჭიროებებსა და მოთხოვნებს, შედეგად კი შექმნან მათ უკუკავშირზე დაფუძნებული სერვისები და გააუმჯობესონ არსებული პროდუქტები. "Digital CX-ის ჯილდო ისეთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციების გამოვლენას ემსახურება, რომლებიც მუდმივად განვითარებად ციფრულ ეკოსისტემაში ქმნიან ისეთ ფინანსურ და საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც მომავალი 5-10 წლის განმავლობაში მომხმარებლისთვის რელევანტური იქნება“, - აღნიშნავენ The Digital Banker-ის რედაქციაში.2024 წლის ჯილდოს ფარგლებში მონაწილეობა 900-მდე ფინანსურმა ორგანიზაციამ მიიღო. აპლიკანტებს კი გამომცემლობის რედაქციასთან ერთად KPMG-ის, EY-ის, PWC-ის, Deloitte-ის, Forrester-ის წარმომადგენლები და სხვა, მსოფლიოში აღიარებული ექსპერტები რაოდენობრივ და თვისობრივ მონაცემებზე დაყრდნობით აფასებდნენ."საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, მიზნად ისახავს მომხმარებელს შესთავაზოს თანამედროვე, მათ ყოველდღიურ საჭიროებებზე მორგებული სერვისები და პროდუქტები. სწორედ ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა ჩვენს ფიზიკურ მომხმარებლებსა თუ ბიზნესებს შევთავაზოთ მათზე მორგებული გამოცდილება. იქნება ეს შეთავაზებების სივრცის მობილბანკში დამატება, სასაჩუქრე ბარათების შექმნა, QR-ის მეშვეობით თანხის განაღდების პროცედურის გამარტივება, sCoolApp-ში Chat GPT-ს ინტეგრაცია თუ სხვა.The Digital Banker-ისგან მოპოვებული აღიარება ჩვენი გუნდის ძალისხმევის დაფასებაა, რომელიც გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ, გავაუმჯობესოთ არსებული და შევქმნათ ახალი, კიდევ უფრო მეტად ინოვაციური საბანკო გამოცდილება ჩვენი მომხმარებლისათვის“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკის გუნდში.ინფორმაციისთვის, Digital CX ჯილდო გლობალური პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს გამოავლინოს ისეთი ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც მუდმივად ცვალებად ციფრულ ეკოსისტემაში მომხმარებლისთვის მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ ციფრულ გამოცდილებას ქმნიან.

თიბისის მობაილბანკში ახალი დამხმარე ღილაკებია: 4 ხერხი თუ როგორ გაიმარტივო ყოველდღიურობა მობაილბანკით

1714119344

გამოიწერე ბარათი სახლიდან გაუსვლელად თუ კი ჯერ არ ხარ მობაილბანკის მომხმარებელი, შეგიძლია გახდე სულ რაღაც 2 წუთში. უბრალოდ გადმოწერე აპლიკაცია, გაიარე რეგისტრაცია და გამოიწერე შენთვის სასურველი საბარათე ნაკრები. თან, მიიღებ შენს სასურველ მისმარათზე ან ფილიალში.არ დარჩები ბარათის გარეშე, განაახლე ბარათი მობაილბანკიდან ხშირად გვავიწყდება როდის გასდის ჩვენს ბარათებს ვადა, ან ვკარგავთ და გვებლოკება და უეცრად ბარათის გარეშე ვრჩებით. ამ შემთხვევაში მობაილბანკიდან შეგიძლია ბარათი უბრალოდ განაახლო. მთავარი გვერდზე შენი ბარათების ჩამონათვალიდან აირჩიე რომელი ბარათის განახლებაც გსურს, და შემდეგ დამხმარე ღილაკებიდან აირჩიე “ბარათის განახლება”.  აირჩევ შენთვის სასურველ ბარათის ტიპს, ფერს და რომელ მისამართზე გსურს რომ მიიღო.მართე შენი ბარათები მარტივად  არის რამდენიმე სიტუაცია, რაშიც მობაილბანკის დამხმარე ღილაკები ძალიან გვადგება. თუ კი ონლაინ ყიდულობ ნივთს, შეგიძლია ნახო შენი ბარათის დეტალები საფულის მოძებნის გარეშე, ამისთვის დააჭირე ღილაკს “ბარათის დეტალები”. ან თუნდაც, ბარათი დაკარგე და არ გინდა რომ სხვამ გამოიყენოს, შეგიძლია მობაილბანკიდან დაბლოკო - ღილაკით “დაბლოკვა”. ხანდახან გვავიწყდება ბარათის პინკოდი, მაგრამ მობაილბანკით 3 თითის დაწკაპუნებაში შეგიძლია განაახლო და გააგრძელო ბარათის გამოყენება, ამისთვის გამოიყენე ღალკი “პინ კოდის აღდგენა”. ყველა ამ ღილაკს, მობაილბანკის მთავარი გვერდიდან ბარათს რომ აირჩევ, ბარათის ქვეშ იპოვი.გაანაწილე ტრანზაქციები მობაილბანკი გაძლევს საშუალებას დააბრუნო ტრანზაქცია და შემდეგ გაანაწილო თვეებზე, მსგავსი პროდუქტი საქართველოს ბაზარზე მხოლოდ თიბისიში შეხვდებით. ტრანზაქციის განაწილების მეშვეობით, შეგიძლია აირჩიო ტრანზაქცია რომლის დაბრუნებაც გინდა, მონიშნო ღილაკი “ტრანზაქციის დაბრუნება”, მიჰყვე პროცესს და დაიბრუნო მთლიანი თანხა ანგარიშზე. გადასახადი კი განაწილდება მომდევნო თვეებზე. მობაილბანკში ტრანზაქციის განაწილების ფუნქციონალი გაძლევს საშუალებას ბოლო 2 კვირის განმავლობაში გადახდილი ტრანზაქცია (როგორც პარტნიორ, ისე არაპარტნიორ მაღაზიებში) უკან დაიბრუნო და მისი გადახდა 4 თვეზე გადაანაწილო. თვიური საპროცენტო განაკვეთი 1%.გადმოწერე თიბისის მობაილბანკი და გაიმარტივე ყოველდღიურობა.

ომი უკრაინაში

საზოგადოება

ყველა სიახლე
"არჩევნების მერე ვეღარ ვიტყვით არგუმენტად ჩვენ ვიმსახურებთ, მაგრამ ხელისუფლება გვყავს ცუდი"

1714154582

მისი თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციას მხოლოდ აქციები ვეღარ უშველის."ბედნიერებაა, რომ საქართველოსთვის თავდებში ჩამდგარ ევროპელებს ქართველმა ხალხმა არ გაუცრუა იმედები, რომლებიც ქუჩაში არიან ყოველდღე, თორემ ესეც რომ არ იყოს, მე არ ვიცი, რაზე შეიძლება იყოს დაფუძნებული კეთილგანწყობა. მაგრამ არ უნდა მოვიტყუოთ თავი, ჩვენ შემდეგ ნაბიჯს მარტო ხალხის და აქციების ხარჯზე ვერ გადავდგამთ, გამორიცხულია, ეს უკვე თვითონ გვითხრეს, რომ ამ კანონის მიღების პირობებში და ვიდრე ეს კანონი იმოქმედებს, გამორიცხულია, რომ რაიმე ტიპის წინსვლა გვქონდეს. მარია კალიურანდმა ძალიან მკაფიოდ და სწორხაზოვნად შეაფასა ვითარება და მოუწოდა ქართველ ხალხს - ჩვენ ვიცით, რომ გინდათ ევროპა და საქართველო თავისი ისტორიული ხაზით ამას იმსახურებს, მაგრამ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოადგენს ხელისუფლება, რომელიც არ მიდის ევროპის მიმართულებით და თუ გინდათ ევროპისკენ სვლა, მაშინ უნდა გყავდეთ სხვა ხელისუფლება. ეს რას ნიშნავს - ჩვენ ხვეწნა-მუდარით ვეღარაფერს მოვიპოვებთ, არჩევნების მერე ვეღარ ვიტყვით არგუმენტად ჩვენ ვიმსახურებთ, მაგრამ ხელისუფლება გვყავს ცუდი. თუ ჩვენ მანდატს ვუხანგრძლივებთ ხელისუფლებას, მაშინ ჩვენც იქ ვართ, სადაც ეგ ხელისუფლებაა", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

"ჩვენ, როგორც პროდასავლური დემოკრატიული ოპოზიცია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიიღონ ევროკავშირში"

1714136704

მისი თქმით, მისი პარტია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეს."ჩვენ, როგორც პროდასავლური დემოკრატიული ოპოზიცია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიიღონ ევროკავშირში, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვართ, ხელისუფლება სულ რამდენიმე თვეში შეიცვლება და ჩვენ არა მხოლოდ შევინარჩუნებთ უვიზო მიმოსვლის სიკეთეს, არამედ კაპიტალიზებას მოვახდენთ კანდიდატის სტატუსზე და გავხსნით მოლაპარაკებას ევროკავშირთან გაწევრიანებასთან დაკავშირებით",  - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

"ვინმეს თუ ჰგონია, რომ ჩვენზე სწრაფად მიიყვანს ევროკავშირში ამ ქვეყანას, ძალიან ცდება"

1714135737

"შეგიძლიათ, ერთი მაგალითი მაინც მომიყვანოთ, საქართველოს ბოლო წლების ისტორიაში, როდესაც პრემიერი თავისი ნებით გადადგა მხარდაჭერის პიკში, სხვათა შორის, ყველაზე მაქსიმუმში და, ამასთან ერთად, დარჩა ისევ პოლიტიკაში, მოითმინა, რასაც ეს პატარა მშიშარა ბიჭები, ივანიშვილის მიერ გაგულიანებულები, საკუთარ თავს უფლებას აძლევენ ?! ამას რატომ ვაკეთებ იცით? მე მკაფიოდ მაქვს გააზრებული ის შეცდომებიც და ის ვალდებულებაც, რომელიც მე და ჩემს გუნდს გვაქვს ამ შეცდომების გამოსასწორებლად, ჩვენ ამ ვალს ვაბრუნებთ. ვაბრუნებთ მარტივი მიზეზის გამო - ვიცით, ეს როგორ შეიძლება გაკეთდეს და ვინმეს თუ ჰგონია, რომ ჩვენზე სწრაფად მიიყვანს ევროკავშირში ამ ქვეყანას ან ჩვენზე უკეთესად შეძლებს “ოცნებას” მიუჩინოს თავისი ადგილი და ივანიშვილი გაუშვას დამსახურებულ საპატიო პენსიაში, ძალიან ცდება.“ნაციონალურ მოძრაობას” ამის შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, გააკეთებდა. “ნაციონალური მოძრაობის” ყველაზე დიდი დანაშაული რა არის, იცით? “ნაციონალური მოძრაობა” არც ცდილობს, რომ “ოცნება” დაამარცხოს, რადგან იცის, ამის ძალა არ აქვს. “ნაციონალური მოძრაობა“ ახლა ზის და ელოდება, როდის გაცვდება “ოცნება” და სანამ “ოცნება“ ცვდება და ივანიშვილი ცვდება ჩვენი ქვეყანა ხელიდან უშვებს შესაძლებლობების დიდ შანსს. ოპოზიციური პარტია, რომელსაც მიაჩნია, რომ არის ყველაზე დიდი, რომელიც თვლის, რომ მას აქვს მისია ქვეყანაში “ოცნება“ დაამარცხოს, ეს ოპოზიციური პარტია ერთიანობას რომ ვერ ინარჩუნებს, ეს სერიოზული პრობლემაა მეგობრებო, ეს არის სერიოზული პრობლემა და ეს ოპოზიციური პარტია, რომ ვერ გაურკვევია არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე სამად გაყოფილი თუ ოთხად გაყოფილი მიდის არჩევნებზე, ეს პრობლემაა", - აცხადებს გახარია.

"სუვერენიტეტის და სახელმწიფოს დაცვა კი არა, ბიძინასგან ვერ დაგიღწევიათ თავი, რა სუვერენიტეტზე ლაპარაკობთ"

1714134625

მისი თქმით, "ქართული ოცნებისთვის" მთავარი საკუთარი ინტერესების დაცვაა."მე ვიცი, რომ უვიზო იქნება მიმოსვლა თუ არა, კალაძე მაინც წავა მილანში და შეიჭრის თმას ყოველ თვეში ერთხელ. ან წავა ღარიბაშვილი დუბაიში საგულაოდ, მაგრამ საქართველოს მოქალაქემ რა დააშავა? ხომ გამოჩნდა, სულ ცალ ფეხზე ჰკიდია კალაძესაც, კობახიძესაც, მდინარაძესაც საქართველოს მოქალაქე?  მათთვის მთავარია, თვითონ იყვნენ კარგად, მოიპარონ ბევრი ფული და მერე ამ მოპარული ფულით იგულაონ. მტკიცებითში ვსაუბრობ იმიტომ, რომ გუშინ, კალაძემ მოიტყუა, როცა თქვა 27 ქვეყნის თანხმობა სჭირდება უვიზო მიმოსვლის გაუქმებას. 27 კი არა უმრავლესობითაც შესაძლებელია, რაც არ მიხარია, ცუდია, მძიმეა საქართველოსთვის და მე ამით კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ხელისუფლება გვყავს, რომელიც ჩვენს პარტნიორებთან ყოველდღიურად აფუჭებს ურთიერთობას. ძალიან ფრთხილად ვიყოთ ყველა. ნუ ატყუებთ ხალხს. სუვერენიტეტის და სახელმწიფოს დაცვა კი არა, ბიძინასგან ვერ დაგიღწევიათ თავი, რა სუვერენიტეტზე ლაპარაკობთ", - განაცხადა პაატა  მანჯგალაძემ.

"გაითხოვონ კანონი უკან და თქვენ წინაშე ვდებ ფიცს, თუ ეს არ მოხდება, დავტოვებ თანამდებობას და ფრაქცია "ქართულ ოცნებას"

1714133294

ბერძენაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვან კონსტიტუცია და არ გადაუხვიონ ევროინტეგრაციის გზას."მე როგორც იურისტი, როგორც ორი შვილის მამა, როგორც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი, როგორც თქვენი შვილების დამცველი, ცალსახად ვეწინააღმდეგები ამ კანონის ბოლომდე გატანას და მიღებას. ვინაიდან, თეთრი სახლი, ევროკავშირი მოგვიწოდებს...ყველა პარტნიორი, ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ თუ ამ კანონს მიიღებთ, შესაძლოა, დაკარგოთ ვიზალიბერალიზაცია, დაკარგავთ კანდიდატის სტატუსს, დაკარგავთ ყველაფერს, რაც ევროპას უკავშირდება. ამიტომ ცალსახად ვემიჯნები ამას. უმორჩილესად გთხოვთ, საქართველოს პარლამენტს, მთავრობას, გაითხოვონ კანონი უკან და თქვენ წინაშე ვდებ ფიცს, თუ ეს არ მოხდება, დავტოვებ თანამდებობას და ფრაქცია "ქართულ ოცნებას".ესაა ჩემი თხოვნა მთავრობასა და ხელისუფლებასთან - ნუ დაარღვევთ საქართველოს კონსტიტუციას, ნუ წახვალთ ანტიკონსტიტუციური გზით, ნუ უღალატებთ თქვენს ქვეყანას, კიდევ არის შანსი", - აცხადებს ბერძენაშვილი.

"პროდასავლური ოპოზიციური პარტიები ვუერთდებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს"

1714132496

"ჩვენ, პროდასავლური ოპოზიციური პარტიები ვუერთდებით ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს და ვიწვევთ საქართველოს მოქალაქეებს, რათა კიდევ ერთხელ, მშვიდობიანად, მკაფიოდ და ხმამაღლა ვუთხრათ კი ევროპას, არა რუსულ კანონს! ვაფასებთ სამოქალაქო სექტორის პოზიციას ღირსების შემლახავ რეესტრში დარეგისტრირებაზე უარისა და რუსული კანონის გახმობამდე ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შეჩერების შესახებ.29 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი შეკრება, რომელზეც საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ადამიანებს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ თბილისში ჩამოიყვანენ, არის ამ ადამიანების შეურაცხყოფა, რუსული ხელისუფლების მიერ მათი გამოყენება ჩვენი საერთო ევროპული მომავლის წინააღმდეგ და ცხადი პროვოკაცია იმ გულწრფელი და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რომელთა უწყვეტმა პროტესტმა უკვე ათი დღეა მოიცვა დედაქალაქის ქუჩები.მივმართავთ საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ადამიანებს. ჩვენ კარგად გვესმის პოლიტიკური წნეხის მასშტაბი, რომელსაც „ქართული ოცნება“ თქვენს წინააღმდეგ იყენებს. თუმცა, ეს ის მომენტია, როდესაც თითოეულმა თქვენგანმა უნდა გააკეთოს ერთადერთი სწორი არჩევანი - არ დაემორჩილოთ რუსული ხელისუფლების მითითებას და ნუ გახდებით ივანიშვილის ფარი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ ბრძოლაში.29 აპრილს ივანიშვილის მიერ ორგანიზებული შეკრების მიზანია დაყოს და დააპირისპიროს ქართველი ხალხი, შექმნას ყალბი სურათი, თითქოს რუსულ კანონთან დაკავშირებით საქართველოში არსებობს განსხვავებული პოზიციის მქონე ორი ბანაკი. ჩვენ კარგად გვესმის საზოგადოების მთლიანობის მნიშვნელობა და არასოდეს დავუშვებთ კრემლის საოცნებო სცენარს ჩვენი ხალხის დაყოფისა და დაპირისპირების შესახებ.ერთიანი ძალებით, კოორდინირებულად ვემზადებით წინააღმდეგობისთვის რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისათვის, როცა ყველამ ერთად, მტკიცედ უნდა განვაცხადოთ კი ევროპას! არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას!" - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ "გირჩი - მეტი თავისუფლება", "დროა","ახალი", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "რესპუბლიკური პარტია" და "სტრატეგია აღმაშენებელი".