
1680270987
აღსანიშნავია, რომ დეპუტატი ზავრადაშვილი საქართველოს პირველი პირის მოხსენებას პროტესტით შეხვდა და პრეზიდენტს საუბარი რამდენჯერმე შეაწყვეტინა. მან, პროტესტის ნიშნად, სხდომათა დარბაზიც კი დატოვა, მაგრამ მიზეზებზე მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.თუმცა, “2020News”-თან ექსკლუზიურ საუბარში ზავრადაშვილმა ზურაბიშვილი დეპოლარიზაციის პროცესის გარღვევაში დაადანაშაულა და თან აღნიშნა, რომ პრეზიდენტის აზრი უმნიშვნელო და უინტერესოა.“საქართველოს პრეზიდენტმა იკადრა ის, რაც არ უნდა ეკადრებინა. მან გააღრმავა დეპოლარიზაცია და ოფიციალურად რადიკალური ნაციონალური ომის პარტიის ნარატივზე დაჯდა. მართლა ახია ჩემზე, რადგან პირადად მე ძალიან ბევრი ვიწვალე, რომ პრეზიდენტი გამხდარიყო. მან ძალიან ცუდი და არასწორი განცხადებები გააკეთა, თუმცა სიმართლე გითხრათ, მისი განცხადებები საერთოდაც არ არის საინტერესო და მნიშვნელოვანი.პრეზიდენტს არ აქვს უფლება საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულოს ან რაიმე ქმედებები დაუწუნოს. "ქართული ოცნების" განსჯის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს აქვს", - განაცხადა სააგენტოსთან ექსკლუზიური საუბრისას ზავრადაშვილმა.მისივე თქმით, საქართველოს პირველი პირი რადიკალური ოპოზიციის ნარატივით მოქმედებს და მის ქმედებებს არაფერი აქვს საერთო საქართველოს კეთილდღეობასთან. “სალომე არის დამნაშავე, პროვოკატორი, რადგან უარგუმენტოდ და უაპელაციოდ დებს ბრალს ,,ქართულ ოცნებას" და მას რუსულ ხელისუფლებას უწოდებს. პრეზიდენტი რადიკალური ოპოზიციის ნარატივით მოქმედებს და მას არაფერი აქვს საერთო საქართველოს კეთილდღეობასთან". - აცხადებს დეპუტატი.შეგახსენებთ, დღეს, საქართველოს პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებით ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წარსდგა. პრეზიდენტის თქმით, „ქართული ოცნების“ „მოდელირებული სცენარები“ ძალიან ჰგავს წინა ხელისუფლების ქმედებებს და საეჭვოდ ემთხვევა „სეპარატისტების გზავნილებს“. ხატია მამულია

1679904540
"2020NEWS”-ს სანდო წყარომ აცნობა, რომ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში ბევრი, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახე იქნება. ახალი პარტიის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში იგეგმება.სააგენტოს დაჟინებული მცდელობის მიუხედავად, ვიქტორ ყიფიანი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს და კითხვებს არ პასუხობს. შესაბამისად, ჯერჯერობით მხოლოდ უნდა ვივარაუდოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ახალ პოლიტიკურ პროექტს იწყებს.შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ყიფიანი და მისი იურიდიული კომპანია „ემ ქეი დი“ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავდა შვეიცარიულ ბანკ „კრედიტ სუისთან“ ფინანსურ დავაში. იმის მიუხედავად, რომ ივანიშვილს აღნიშნული დავა ამ დრომდე არ დაუსრულებია, ოლიგარქმა ყიფიანის იურიდიულ კომპანიას კონტრაქტი ცოტა ხნის წინ შეუწყვიტა და ყიფიანი ამ საქმეს ჩამოშორდა.ცნობისათვის, ვიქტორ ყიფიანი ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარეა. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ორგანიზაციის ინტერესის სფეროს წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობები, უსაფრთხოება, მმართველობა, გლობალური წესრიგი საქართველოსა და მის მიმდებარე რეგიონზე ზეგავლენასთან დაკავშირებული საკითხები, მაკროეკონომიკა. იგი რეგულარულად აშუქებს აღნიშნულ თემატიკას როგორ ქართულ, ისე უცხოურ მედიასაშუალებებში; რეგულარულად აკეთებს საქართველოში არსებული პოლიტიკური და გლობალური გეოპოლიტიკური ტენდენციებისა და მოვლენების ანალიზს; მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებში სპიკერისა და პრეზენტატორის ამპლუაში.ვიქტორ ყიფიანი ხელმძღვანელობს სხვადასხვა სფეროს მაღალკვალიფიციური ექსპერტებისა და მკვლევარებისგან შემდგარ გუნდს, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს მაღალი დონის ექსპერტულ ცოდნას, გამჭვირვალე, მიუკერძოებელ და მკაფიო რეკომენდაციებს სთავაზობს.

1678553895
"ვნახე, რომ ჩიტაძისკენ დაიძრა ხალხი და იყო ჩოჩქოლი. უკვე დგანან რობოკოპები და დგას წყლის ჭავლის მანქანა, რომელიც ასხამს წყალს ხალხს. ვერ გეტყვით როგორ აღმოვჩნდი იქ, ვხედავდი წყლის ჭავლს და უბრალოდ დავიძარი იქითკენ. ეს იყო სიბრაზე, ეს იყო ზუსტად ის ნაბიჯი, მოდით ვიტყვი პირდაპირ - კონსტიტუციის თავზე გადახევა და ფაქტიურად კი არადა საბოტაჟი, მითუმეტეს იმ დროს, როდესაც თუ არ ვცდები შემოდგომით, ხელახლა უნდა განიხილონ ჩვენი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, არანაირი შიშს გრძნობა არ იყო...წყლის ჭავლმა თავისი ქნა და დაცვის მიუხედავად, ბიჭების დიდი მონდომების მიუხედავად, დავეცი მე, მაგრამ დროშა არ დაცემულა ერთი წამითაც. უცბად გამომართვეს, ბევრნი იყვნენ და უცბად წამომაყენეს და ააფრიალეს. მე არ ვიცი დღეს ის დროშა ვის აქვს, ეს არის გარდამავალი დროშა, მე ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხის ხელშია ეს დროშა...", - აცხადებს "რადიო თავისუფლებასთან" ნანა მალაშხია.მისივე თქმით, 2014 წელს, კიევში, მაიდნის აქციებშიც მონაწილეობდა.

1673894983
როგორც გოშევსკამ "ფორმულას" ეთერში განაცხადა, მუქარა საგარეო საქმეთა სამინისტროში ოფიციალურ შეხვედრაზე გაჟღერდა, რომელსაც საქართველოში პოლონეთის ელჩიც ესწრებოდა.მისივე თქმით, ელჩს განუცხადეს, რომ გოშევსკას "გამონათქვამები ზიანს აყენებენ საქართველოსა და პოლონეთის ურთიერთობას"."მინდა ვთქვა, რომ მე არ მეშინია იმ მუქარის, რომელიც ისმის ჩემი მისამართით. თუ ისევ გავაგრძელებ პრეზიდენტის სიცოცხლეზე და საქართველოს სიტუაციაზე საუბარს, მემუქრებიან, რომ საქართველოში შემოსვლის საშუალება აღარ მექნება. ასეთი საფრთხე და მუქარა მოისმინა ჩვენმა ელჩმა, რომელსაც პირდაპირ განუცხადეს ეს. მე მაგალითად არ მაქვს რუსეთში და ბელარუსში შესვლის საშუალება ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე და თუ ამ ქვეყნებს დაემატება საქართველო, აქ ყველაფერი ნათელი იქნება...ასეთი მუქარა იყო ფორმალურ საუბარში, რომელიც ჩაატარეს პოლონეთის რესპუბლიკის ელჩთან, ბატონ მაშკიევიჩთან. ოფიციალურ საუბარში გაისმა ეს მუქარა. იმედი მაქვს, აქამდე არ მივა საქმე. მინდა, საქართველო დაბრუნდეს ნორმალურ წრეზე და იყოს საშუალება, რომ მოვინახულოთ პოლიტიკური პატიმრები. მე წლების განმავლობაში ვნახულობდი ციხეში ყოფილ პრემიერს, ბატონ ვანო მერაბიშვილს. მაშინ მქონდა ამის საშუალება, ახლა არ მაქვს ამის საშუალება და რამდენჯერმე სააკაშვილის ნახვაზე უარი მითხრეს, ასევე უარი მითხრეს გვარამიას მონახულებაზე.როგორც ვიცი, ეს საუბარი შედგა საგარეო საქმეთა სამინისტროში. როცა ასეთი ტიპის საუბრები ტარდება, ეს როგორც წესი საგარეო საქმეთა სამინისტროში ტარდება და პოლონეთის ელჩს იქ მიაწოდეს ეს ინფორმაცია. ელჩს უთხრეს, რომ თითქოსდა ჩემი გამონათქვამები ზიანს აყენებენ საქართველოსა და პოლონეთის ურთიერთობას, ასევე ანა ფოტიგას გამონათქვამები. ამ კონტექსტში ელჩს უთხრეს, რომ მე დამემუქრება საქართველოში შემოსვლის აკრძალვა", - განაცხადა გოშევსკამ.

1673630541
რაისის თქმით, უკრაინა არ ითხოვს ამერიკული ჯარების დახმარებას. "იქ უკრაინელები იბრძვიან და იტანჯებიან საერთაშორისო სისტემის შესანარჩუნებლად, რომელიც არ ეგუება პატარა მეზობელზე სამხედრო ძალით თავდასხმას". ის ასევე დასძენს, რომ "აშშ-ის ინტერესებში შედის რუსეთს გაუგზავნოს მესიჯი, რომ ის ასეთ ფაქტს არ დაუშვებს".შეკითხვაზე, მიიჩნევს თუ არა, რომ 2008 წელს ბუქარესტის ნატოს სამიტზე შეცდომა იქნა დაშვებული, როცა საქართველოს და უკრაინას წევრობის სამოქმედო გეგმაზე უარი ეთქვათ, რაისმა თქვა, რომ შეერთებული შტატები ამას ითხოვდა, მაგრამ კონსენსუსზე დაფუძნებულ ნატოს ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია არ ჰქონდა. ამიტომაც ვაშინგტონმა ბუქარესტში შემდეგი საუკეთესო შედეგი უზრუნველყო, რომ ეს ქვეყნები მომავალში ალიანსის წევრები გახდებოდნენ. ახლა კი, მისი თქმით, "პუტინმა მიაღწია იმას, რომ უკრაინა ნატოს უფრო მეტად დაუახლოვდა არა როგორც წევრი, არამედ ბენეფიციარი ყველაფერ იმისა, ჯარების გამოკლებით, რისი მიწოდებაც ნატოს შეუძლია".კონდოლიზა რაისს მიაჩნია, რომ რუსეთის წინაააღმდეგ სანქციები უნდა დაწესებულიყო ორივე შემთხვევაში, თუმცა 2008 წელს დაწყებულმა მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა და სხვა ეკონომიკურმა პრობლემებმა ეს ვერ გახადა შესაძლებელი.ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნაზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, "ამაზე მეტს ვერაფერს ვიზამდით საქართველოს შემთხვევაში. გულწრფელად გეტყვით, მჯერა შევაჩერეთ რუსეთის ამბიცია აეღო თბილისი. რუსეთს დანამდვილებით სურდა სააკაშვილის დამხობა. ნება მომეცით ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და მივმართო საქართველოს სააკაშვილის სახელით, რომელიც ავადაა და ციხეშია. ის არის ადამიანი, რომელზეც მე იმედი მაქვს, რომ სრულად გავაცნობიერებთ მის ისტორიულ როლს და ახლა მის ჰუმანიტარულ სიტუაციას".

1673605875
სიაში შედის ნინო გოგორიშვილი, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი იყო."ნინო გოგორიშვილი, ფორმა ასის გარეშე გამოწერა და დამალა გარკვეული სამედიცინო დოკუმენტაცია ამ ქალბატონმა, როგორც ჩანს, ჩვენთან არსებული მტკიცებულებებით", - აღნიშნა ხაჭაპურიძემ.მისივე თქმით, სიაში შესაძლოა, იყვნენ პოლიტიკოსებიც."სააკაშვილის პოზიცია, გუშინ ყოველ შემთხვევაში, ჩვენ რაც ვისაუბრეთ, იყო ის რომ პოლიტიკოსები არ უნდა მოხვდნენ, იმიტომ კი არა, რომ პოლიტიკოსი ხელშეუხებელია ან ასე შემდეგ, არამედ უფრო მეტი ეფექტისთვის, ასე ვთქვათ. ამერიკელების და უცხოელების ჯგუფის, ვინც მუშაობას, პოზიციაა, რომ პოლიტიკოსები შესაძლებელია იყვნენ ამ სიაში, მუშაობა მიდის", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
"დღეს თბილისში რუსეთიდან თვითმფრინავები მიფრინავენ, ხვალ წავლენ ტანკები და სამხედრო თვითმფრინავები"
1684742188
"ახლახან თავდაცვის სამინისტროს მხრიდან კვლავ გაკეთდა შემოთავაზება ჩვენი ოჯახისთვის გადმოეცათ ბინა"
1685117391
ირაკლი კობახიძე სპორტ დარბაზსა და აუზზე ყოფნის გამო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ დაესწრო
1685099608
"მე ძალიან კარგად ვარ, უხერხულიც კი იყო იზოლატორის ამდენი ხანი არ ნახვა"
1684615004
თბილისის მასშტაბით კანონდარღვევით მოქმედი 17 აფთიაქი გამოავლინეს
1684997479